რუსთავის მერიის ორგანიზებით, თავისუფლებს მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილ საახალწლო სოფელში, საშობაო მეჯლისი და ჯგუფ ,,ურსას“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად დაესწრო. „რუსთავში განსაკუთრებული საახალწლო განწყობაა, დღეს მთავარ მოედანზე, ჩვენს ნაძვის ხესთან ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა. ჩატარდა ჯგუფ ,,ურსას“ კონცერტი, ასევე ახალგაზრდებს ჰქონდათ საჩუქარი ჩვენი ქალაქისთვის […]