ჩვენს ქალაქს და რუსთავიდან მთელ ჩვენს ქვეყანას მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ვუსურვო მშვიდობა, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერიის ორგანიზებით, თავისუფლებს მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილ საახალწლო სოფელში, საშობაო მეჯლისი და ჯგუფ ,,ურსას“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ  ირაკლი შატაკიშვილთან ერთად დაესწრო.

„რუსთავში განსაკუთრებული საახალწლო განწყობაა, დღეს მთავარ მოედანზე,  ჩვენს ნაძვის ხესთან ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა. ჩატარდა ჯგუფ ,,ურსას“ კონცერტი, ასევე ახალგაზრდებს  ჰქონდათ საჩუქარი ჩვენი ქალაქისთვის – ,,საშობაო მეჯლისი“. ჩვენს ქალაქს და რუსთავიდან მთელ ჩვენს ქვეყანას მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ვუსურვო მშვიდობა, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. მე  დარწმუნებული ვარ, რომ  ერთობლიობაში სწორედ ეს  ყველაფერი მოუტანს  განვითარებასა და წინსვლას, როგორც ჩვენს ქალაქს, ჩვენ სოფლებს, ასევე მთლიანად ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რუსთავში საზეიმოდ 14 დეკემბერს აინთო და საახალწლო სოფელი გაიხსნა, სადაც პატარებს თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები მასპინძლობენ. იქვე მოწყობილია საციგურაო მოედანი პატარებისთვის, კვების ობიექტები და საშობაო ბაზრობა.

,,ჯგუფმა ,,ურსამ” წელს უკვე მეორედ ჩავატარეთ რუსთავში სოლო-კონცერტი. ბედნიერი ვარ, რადგან ამ ქალაქში ცხოვრობენ სიყვარულით, სიკეთითა და ბედნიერებით სავსე ადამიანები, განსაკუთრებით ის ახალგაზრდა თაობა რომელიც საოცარ სიყვარულსა და სითბოს გვჩუქნის თითოეულ კონცერტზე. მინდა ამ ახალგაზრდებს და მათ მშობლებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის, ჩვენთან ერთად ყოფნისთვის და ამ უზღვავი სიყვარულის გაცვლისთვის“, – განაცხადა ჯგუფ ,,ურსას“ სოლისტმა გიორგი ძოწენიძემ.

რუსთავის მერიის ორგანიზებით, მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილი საახალწლო სოფელი, რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებითა და კონცერტებით 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

 

 

წინა რუსთავში, შპს „მეგა ცემენტის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ