19 ივლისს, 21:00 საათზე, რუსთავის პარკში, კონცერტი სახელწოდებით ,,ქართლი სიმღერა რუსთავს” გაიმართება

19 ივლისი, 21:00 საათი!  ანსამბლების გაერთიანება ,,ქართული სიმღერა” მორიგი ერთობლივი კონცერტით რუსთავს ესტუმრება! გაერთიანებული პროგრამით, რუსთაველი მსმენელის წინაშე, ხუთი ყველასათვის კარგად ნაცნობი ქართული ანსამბლი წარდგება: ,,ფორტე”,,ქართული ხმები”,,შვიდკაცა”,,ალილო”,,თეატრალურის კვარტეტი” კონცერტი სახელწოდებით ,,ქართული სიმღერა რუსთავს”, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტის – ,,ქართული სიმღერა რეგიონებს” ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, საქართველოს ქალაქები და კუთხეები ქართული […]

ათასობით რუსთაველის პრობლემა გადაწყვეტილია, რუსთაველები თბილისის მიმართულებით კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ – ნინო ლაცაბიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რუსთავის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება და აღნიშნული თანხით, რუსთავის მერია 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად, ტენდერს დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, დამატებით 70 ახალი ავტობუსის შეძენით, რუსთაველების ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება. ტენდერის დასრულების შემდეგ, შემოდგომიდან, რუსთავი-თბილისის მიმართულებით, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, […]

ნინო ლაცაბიძე – პროფესიული განათლება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

რუსთავის მერიის პროგრამის – ,,პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში, ლიფტის ტექნიკოსებს პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში” სამთვიანი სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. სერტიფიკატები 15 ტექნიკოსს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და კოლეჯ მოდუსის დირექტორმა ნინო ქავთარაძემ გადასცეს. სერტიფიკატების გადაცემას, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ. ,,პროფესიული განათლება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი […]

სს „რუსთავის აზოტის“ ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სს „რუსთავის აზოტმა“ გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა სს „რუსთავის აზოტის“ ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 11 ივლისის […]

რუსთავში, ოქსიგენ ფესტი ჯგუფ REGGAEON-ისა და MURO-ს კონცერტით დასრულდა

რუსთავში, „ოქსიგენ ფესტის“ (Oxygen/Fest) მთავარი მუსიკალური დღეები, ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტითა და „MURO“-ს პერფორმანსით დასრულდა. ფესტივალი 1 ივნისს ,,ფიშ ფესტით’’ გაიხსნა. ,,Oxsygen Fest”-ის სივრცე ტრადიციულად, რუსთავის პარკში, ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტბის პირზე იყო მოწყობილი. საფესტივალო სივრცე ,,ფიშ ფესტის” პარალელურად, ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებსა და შემსრულებლებსაც მასპინძლობდა. მთავარი მუსიკალური დღეები, კი დანიურმა ჯგუფმა Outlandish – […]

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ანდრეას კიფერს ახალგაზრდებთან ერთად შეხვდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, რუსთავში იმყოფებოდა. ანდრეას კიფერს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მუნიციპალური სერვისების ცენტრში უმასპინძლა, მოგვიანებით, კი ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. ნინო ლაცაბიძემ, ანდრეას კიფერს, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით გატარებული და დაგეგმილი რეფორმები, ასევე ქალაქის განვითარების ახალი ხედვა და გეგმები გააცნო. შეხვედრას რუსთავის მერის […]

ნინო ლაცაბიძე – მიხარია, რომ როგორც საფესტივალო მიმართულება, ასევე რუსთავის კულტურული განვითარება აქტიურად გრძელდება და „ოქსიგენი“ ამის ნათელი მაგალითია

,,ოქსიგენ ფესტის” (Oxygen/Fest) მთავარი მუსიკალური დღეები  დანიური ჯგუფის Outlandish – ის და KORDZ-ის კონცერტით დაიწყო. დღეს, საღამოს, კი საფესტივალო სივრცე, სტეფანესა და ,,შერეკილების’’ კონცერტით უმასპინძლებს სტუმრებს. 7 ივლისს ოქსიგენს ჯგუფი ,,რეგიონი” და ,,MURO” დახურავენ. ,,ჩვენი გუნდი დიდი ხანია ვამბობთ, რომ რუსთავს საფესტივალო ქალაქად ჩამოყალიბების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ,,ოქსიგენი” სწორედ ამის დასტურია. უკვე მესამე […]

ხანძთელის ქუჩის რეაბილიტაცია მოსახლეობის მოთხოვნა იყო და მიხარია, რომ გუნდის მხრიდან დადებული პირობა შევასრულეთ – ნინო ლაცაბიძე

რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. 11 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, სადაც საავტომობილო გზა შესაბამისი ინფრასტრუქტურით დღემდე არ არსებობდა, ასფალტის საფარი დაიგო და მოსახლეობას დღეიდან უკვე მუნიციპალური ტრანსპორტით სრულყოფილად სარგებლობის საშუალებაც ექნება. ახლადრეაბილიტირებული ქუჩა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა გახსნეს. ,,სარეაბილიტაციო სამუშაოები გამწვანების აქციით […]