რუსთავის მერიამ და რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხში, ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს. კონფერენციაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს ექსპედიციისა და რუსთავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა, ექსპედიციის წევრებმა მათე ახალაიამ და ზურაბ მაღრაძემ. რუსთავის ციხის ტერიტორიაზე ინტენსიური საველე კვლევის ფარგლებში, გამოვლენილ იქნა მრავალი არტეფაქტი, მათ შორის სამხედრო […]
რუსთავში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა და საშობაო სოფელი მეჯლისით გაიხსნა. რუსთავისთვის უკვე ტრადიციად ქცეული ულამაზესი საშობაო მეჯლისი და საახალწლო ზღაპრის მთავარი გმირი, წელსაც უფლისწული იყო, რომელიც ქალაქის უძველესი ისტორიის სიმბოლოდ იქცა. ნაძვის ხის ანთების საახალწლო შოუში მონაწილეობა 300-მდე ახალგაზრდა რუსთაველმა მოცეკვავემ და მომღერალმა მიიღო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. რუსთავის მთავარი ნაძვის […]
რუსთავში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე თავისუფლების მოედანზე დღეს, 14 დეკემბერს 20:00 საათზე აინთება და საშობაო სოფელი გაიხსნება. გაიმართება რუსთავისთვის უკვე ტრადიციად ქცეული ულამაზესი საშობაო მეჯლისი და საახალწლო ზღაპრის მთავარი გმირი, წელსაც უფლისწული იქნება, რომელიც ქალაქის უძველესი ისტორიის სიმბოლოდ იქცა. ღონისძიების დასასრულს, კი დამდეგ შობა-ახალ წელს რუსთაველებს ანსამბლი „ქართული ხმები“ მიულოცავს. „მთელი ქალაქი ვემზადებით, იმისთვის რომ […]
14 დეკემბერს, 20:00 საათზე, რუსთავის მთავარ მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. გაიმართება ანსამბლ ,,ქართული ხმების” კონცერტი და საახალწლო მეჯლისი.
რუსთავში გორგასლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში ქართული გალობის ფესტივალი ჩატარდა. „რუსთავმა, დღეს ქართული გალობის ფესტივალს უმასპინძლა, რომელიც ქვემო ქართლის მასშტაბით ჩავატარეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფესტივალი დარჩება კარგ ტრადიციად ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ქართული გალობის […]
რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე – მარჯანიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. მასშტაბური პროექტი, ოთხ სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად განხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მარჯანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნო. „მარჯანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო […]
რუსთავის მერიამ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი დაიწყო. რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში, სამოქალაქო განათლების კლუბი „მე-დიატორი“ დაიწყებს ფუნქციონირებას. პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს დეპუტატები, ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები და უფროსკლასელები დაესწრნენ. „მე-დიატორის“ შექმნის იდეა, რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დაიბადა და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში, […]
რუსთავში, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე – შარტავას გამზირზე, ახალი საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ. „რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაზე. შარტავას გამზირზე საფეხმავლო […]
რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო, რომელიც 4 ქუჩის რეაბილიტაციას ითვალისეინებს. ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე, გზის საფარის რეაბილიტაცია 33 197 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოხდება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ მიხეილ ბერუაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. „რუსთავის მერიის […]