„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის (ქ. რუსთავში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება (სეგრეგაცია, მასერაცია, კომპოსტირება, ბრიკეტირება)) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენის საჭიროების დადგენის მიზნით შპს „სანიტარის“ მიერ ა/წ 21 ოქტომბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური […]
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი სრულდება. ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ – გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. სანიაღვრე ქსელის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა და დღეისათვის ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს წევრებთან და […]
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების დროებითი შენახვა და აღდგენა (აღდგენის ოპერაცია – R12. R13, R4) დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,ჯი სი ელ” დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: რუსთავის მუნიციპალიტეტი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო; დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: · 2026 წლის 30 ოქტომბერი, 12:00 საათი, რუსთავის […]
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია GWP-მ წყალმომარაგების 2.1 კმ-ის და წყალარინების 5 კმ-მდე სიგრძის ქსელი განაახლა. მოეწყო 6 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი და 21 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ. […]
რუსთავში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, მერვე მიკრორაიონში, N6ა საცხოვრებელ კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი განახლდება და დასასვენებელი სივრცეც მოეწყობა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კარლო ნოდიასთან, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ბაღუასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და შიდასაუბნო სივრცის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები გააცნო. „კიდევ ერთი პროექტი გავაცანით მოსახლეობას და […]
რუსთავში „რუსთავქალაქობა 2026“ გალა კონცერტით დასრულდა. მეგობრობის ქალაქი – ასეთი იყო წლევანდელი რუსთავქალაქობის ლაიტმოტივი. ქალაქის დღესასწაულის მთავარი კონცერტი სიმფონიურმა ორკერსტრმა და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა გახსნეს. საღამოს კულმინაცია კი ცნობილი რუსთაველი მსახიობისთვის, ნათელა მუხულიშვილისთვის 80 წლის იუბილეს მილოცვა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერა „რუსთავ-ქალაქს გიმღერ“ გახდა, რომელიც რუსთაველებმა ლიზა ბაგრატიონთან და გიორგი ლომისელთან ერთად შეასრულეს. „ჩვენს ულამაზეს […]
რუსთავში ,,რუსთავქალაქობა” აღინიშნება. ქალაქის ცენტრალურ პარკში „რუსთავქალაქობა 2026“-ის ფარგლებში, სადღესასწაულო და გასართობი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე სპეციალურად რუსთავქალაქობითვის მოწყობილია სადღესასწაულო და გასართობი სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში „ჩვენი თეატრის” კოსტუმირებული მსვლელობა, საბავშვო სპექტაკლი და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ტარდება. 18:00 საათზე დაიწყება ელექტრონული მუსიკის საღამო. 21:00 საათზე, კი რუსთავქალაქობის კულმინაცია ტრადიციულად გალა-კონცერტი იქნება, რომელიც […]
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, განსაზღვრული საქმიანობის (ქ. რუსთავში შპს „პოლივიმის“ პოლიეთილენტერეფტალატის (PET) ბოთლების რეციკლირების (ნარჩენების აღდგენა) და პოლიეთერის ბოჭკოს საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენის საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „პოლივიმის“ მიერ ა/წ 2 ოქტომბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. სკრინინგის განცხადება თანდართული […]