7-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში კომედიის თეატრალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 7 ნოემბერს, 20:00 საათზე, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სპექტაკლით „ქალები 30+“გაიხსნება. ფესტივალი რუსთავში, წელს მეხუთედ ტარდება. ცხრა დღის განმავლობაში, რუსთავის თეატრი 10 თეატრალურ დასს უმასპინძლებს, ფესტივალის გამარჯვებულებს სპეციაური ჟიური გამოავლენს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსიც. მონაწილეები კომედიური […]