რუსთავში, ზედგენიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება რუსთავის მერიამ, მოსახლეობის თხოვნით და მათთან შეთანხმებით დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა, რის გამოც მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ მოძრაობდა. ზედგენიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთვის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად ადგილზე გაეცნო. ზედგენიძის ქუჩის რეაბილიტაცია […]