რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, წარმატებულ რუსთაველ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ. სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილი და სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დემეტრაშვილი ესწრებოდნენ. ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა ალექსანდრე წივწივაძეს, სანდრო მეგრელიშვილს, გიორგი კახიძესა და საბა სულამანიძეს ევროპისა და […]
გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში სს „რუსთავის აზოტის“ ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „რუსთავის აზოტი“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: რუსთავის მუნიციპალიტეტი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: · […]
რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში, ზედგენიძის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები აღნიშნული ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ. ზედგენიძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, რუსთავის მერიამ, სწორედ მოსახლეობის თხოვნით განახორციელა. ,,მოსახლეობის თხოვნით, ჭყონდიდელის უბანში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ. […]
რუსთავში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში, პირველად, ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე – თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური ჰაბი გაიხსნა. რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე, სამ ძირითად მიმართულებას – მუნიციპალური სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციას – სმარტ ქალაქს, საგანმანათლებლო ცენტრსა და მომხმარებელზე მორგებულ საერთო სამუშაო ზონებს აერთიანებს. რუსთავის ციფრული განვითარების სივრცის პრეზენტაცია, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გუნდთან ერთად წარადგინა. ლაცაბიძის თქმით, ეს სივრცე […]
რუსთავის მერიის ორგანიზებით, რუსთავის სპორტის სასახლე და სპორტის განვითარების ცენტრი, ,,ზაფხულის სპორტულ აკადემიას” მასპინძლობს. სპორტული აკადემიის პირველი ეტაპი, რამდენიმე დღის წინ დაიხურა და მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტის მონაწილე ბავშვებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ,,სპორტის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელ გიორგი დემეტრაშვილთან ერთად, სპეციალური სიგელები გადასცა და სპორტულ-საგანმანათლებლო მუზეუმი დაათვალიერებინა. ,,რუსთავის სპორტის სასახლემ, ისეთი სპორტული პროექტების დაგეგმვის ახალი […]
რუსთავის მერიასა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რუსთავში, ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ არქეოლოგიურ ექსპედიციაში, სტუდენტებიც მონაწილეობენ. რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური კვლევა, რუსთავის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, 17 ივლისს დაიწყო და პირველი ეტაპი, ნოემბერში დასრულდება. რუსთავის მერიამ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, არქეოლოგიური ექსპედიციის […]
საქართველოს კულტურის სამინისტროს და რუსთავის მერიის ორგანიზებით, რუსთავში ქალაქის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო. ექსპედიციის დაწყებასთან დაკავშირებით, რუსთავის ისტორიულ ციხესთან, პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი თეა ონიანი, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს […]
რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. ინფრასტრუქტურული პროექტის დეტალები, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მესხიშვილის ქუჩის მოსახლეობას, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფროს ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გააცნო. ,,რუსთავში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 56 კორპუსს ჩაუტარდა გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. რუსთავის მერიის გუნდი, საქართველოს მთავრობის […]