გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში სს „რუსთავის აზოტის“ ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „რუსთავის აზოტი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: რუსთავის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: · 2025 წლის 22 ივლისი, 12:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზირი N20)
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გი N32გ).
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 12-ე მუხლის შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში საქმიანობის განმახორციელებლის მხრიდან განცხადება დარეგისტრირდა 2025 წლის 4 ივნისს. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან, არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/96d544a2-c661-43fd-b048-c0b3e28d21a0