სპექტაკლის –,,ვარსკვლავთბიჭუნა” პრემიერა რუსთავის მუნიციპალურ თეატრში

1, 7 და 15 მარტს, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის – ,,ვარსკვლავთბიჭუნა” პრემიერა გაიმართება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/photo?fbid=122122766817014831&set=a.122102125197014831

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, დირექტორებთან ერთად განიხილა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, სკოლებში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრქუტურული პროექტები განიხილეს. „დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე, იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც საჯარო სკოლებში განვახორციელებთ. სასკოლო ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად მოწესრიგებული და თანამედროვე უნდა იყოს. ჩვენს ქალაქში რამდენიმე ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა პროექტებზეც, სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ […]

ნინო ლაცაბიძე: წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნის სამარხები აღმოვაჩინეთ, რაც რუსთავის დიდი ისტორიის კიდევ ერთი დადასტურებაა

რუსთავში ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა. სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები იქნა ნანახი. „გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნის სამარხები აღმოვაჩინეთ, რაც რუსთავის დიდი ისტორიის კიდევ ერთი დადასტურებაა. ქალაქის ისტორიულმა მუზეუმმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა და ტერიტორიის შესწავლას არქეოლოგთა ჯგუფი მალე […]

რუსთავის სპორტის სასახლეში, ცნობილი რუსთაველი კალათბურთელის რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი გაიხსნა

რუსთავის სპორტის სასახლეში, ცნობილი რუსთაველი კალათბურთელის, ქვეყნის სამგზის ჩემპიონის რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი გაიხსნა. ტურნირის პირველი მატჩის დაწყებამდე, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმში, მემორიალის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც რუსთაველი კალათბურთელის სპორტული კარიერის ამსახველი ვიდეო და ფოტო არქივი იყო წარმოდგენილი. მემორიალური ტურნირის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლემენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა […]

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერიის გუნდი შევეცდებით, რომ წელს კონკურს-ფესტივალი „ქართული“ კიდევ უფრო მასშტაბური და გამორჩეული იყოს როგორც ჩვენი ქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის

რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული 2026“-ის ჩასატარებლად მზადება დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ქალაქში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების წარმომადგენლებს შეხვდა და წლევანდელი ფესტივალისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო. „წელს „ქართული“ უკვე საერთაშოროსო მასშტაბს შეიძენს და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართული დიასპორების ქორეოგრაფიული ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას. რუსთავში, ქართულ ცეკვაზე 6 000-მდე ახალგაზრდა დადის, ისინი ჩვენი ქვეყნის ძალიან ლამაზ ტრადიციას აგრძელებენ. […]

რუსთავის მერია ქალთა სპორტის ხელშეწყობის მიზნით, გოგონათა საფეხბურთო გუნდის საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრებას დააფინანსებს

რუსთავის გოგონათა საფეხბურთო გუნდი, ესტონეთის საერთაშორისო ტურნირში – „Poseidon Girls Cup 2026” მიიღებს მონაწილეობას. 15 წლამდელ გოგონათა საფეხბურთო გუნდი, ესტონეთში რუსთავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრება. ტურნირამდე კი ისინი ინტენსიურ ვარჯიშებს ახალ ტექნიკურ სტადიონზე გადიან. ახალგაზრდა სპორტსმენებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა და წარმატება უსურვა მათ. „რუსთავში, სპორტის განვითარების სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა სახეობებში, მათ […]

22-26 თებერვალს, რუსთავის სპორტის სასახლეში, რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი გაიმართება

 22 თებერვალს, რუსთავის მერიისა და საკალათბურთო კლუბი „რუსთავის” ორგანიზებით, რუსთავის სპორტის სასახლეში, რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი გაიხსნება. ვეტერანი კალათბურთელის და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, საქართველოს სამგზის ჩემპიონის სახელობის ტურნირში მონაწილეობას სუპერლიგის 6 გუნდი მიიღებს.  ტურნირის განრიგი:  22 თებერვალი: 16:00 – რუსთავი vs ვსა 18:30 – რაში vs გურჯაანი  23 თებერვალი: 16:00 – ბათუმი vs […]

რუსთავში სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე – სანაპიროს ქუჩაზე დაიწყო. აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია, იმ მასშტაბური პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას ითვალისწინებს. სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან […]

22 თებერვალს, 20:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალურ თეატრში სპექტაკლი ,,მარშალი” გაიმართება

22 თებერვალი | 20:00 საათი – “მარშალი”   ონლაინ ბილეთების შეძენა https://rustavitheatre.slr.ge/…/58/yvelaze-martali-adamiani  დამატებითი ინფორმაცია: 558 401 801  არ გამოგრჩეთ საინტერესო სიახლეები: TikTok  https://www.tiktok.com/@rustavi.theatre?_t=ZS-8zO9HJFA6Wy… Instagram  https://www.instagram.com/rustavitheatre

21 თებერვალს, 20:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალურ თეატრში სპექტაკლი ,,ფოლადი” გაიმართება

21 თებერვალი | 20:00 საათი – “ფოლადი”   ონლაინ ბილეთების შეძენა  https://rustavitheatre.slr.ge/events/54/foladi  დამატებითი ინფორმაცია: 558 401 801  არ გამოგრჩეთ საინტერესო სიახლეები: TikTok  https://www.tiktok.com/@rustavi.theatre?_t=ZS-8zO9HJFA6Wy… Instagram  https://www.instagram.com/rustavitheatre