რუსთავის N44 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, პროექტის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამის – „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, რუსთავის ბაგა-ბაღების ეზოების გამწვანების პროცესს აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, ხე-მცენარეები, დღეს N44-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაირგო. გამწვანების აქციაში, მონაწილეობა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით კვინიკაძესთან ერთად მიიღეს. „ძალიან მნიშვნელოვანია, […]

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში აუცილებლად უნდა გამკაცრდეს საწარმოების კონტროლი, რადგან სხვა შემთხვევაში, ვერ მივიღებთ შედეგს, რომელიც რუსთავის ეკოლოგიასა და მომავალს სჭირდება

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ იმსჯელეს. სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ. კომიტეტის ხელმძღვანელის მაია ბითაძისა და წევრების წინაშე, გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტანენტების წარმომადგენლებმა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ კი სიტყვით გამოსვლისას, იმ ეკოლოგიური პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელებსაც ქალაქის მერია ჰაერის ხარისხის […]

რუსთავში შპს ,,რეკსოლის” სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს ,,რეკსოლის“ ნარჩენების აღდგენის (საბურავების გადამუშავება) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნარჩენების აღდგენის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,რეკსოლ“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:  2026 […]

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს რეფორმის ფარგლებში ტრენინგები უტარდებათ

რუსთავის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. რეფორმის ფარგლებში, ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები პროფესიული გადამზადების ორთვიან კურსს გადიან. ტრენინგის – „რთული სიტუაციების მართვა და ეფექტური კომუნიკაცია“ ფარგლებში, მუნიციპალური ტრანსპორტის 300 მძღოლი და 50 კონტროლიორი გადამზადდება. ტრენინგის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ. „რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმას ვაგრძელებთ და გვაქვს გეგმა, […]

რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ შენობებს ენერგოეფექტური რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია მე-14 მ/რ-ის N10, N11 და N12 საცხოვრებელ კორპუსებს უტარდება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. „რუსთავის მერიის გუნდი ქალაქის ურბანულ განვითარებას ორი ძირითადი მიმართულებით ვახორციელებთ. საქართველოს მთავრობის ძალიან დიდი თანადგომით, დაწყებული […]

რუსთავში კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდა

რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული-2026″ ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტითა და დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა. „ქართულის“ ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გრან-პრის, პირველი, მეორე, მესამე ადგილის მფლობელები და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, სცენიდან რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა და კულტურის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძემ დაასახელეს. „ქართულის“ გრან-პრი წელსაც რუსთავში დარჩა. ვულოცავ ანსამბლ „ნატოს” და ფესტივალის ყველა […]

ნინო ლაცაბიძე: განსაკუთრებით ემოციური საღამო გვქონდა გუშინ „ქართულზე“, რადგან საფესტივალო სცენაზე, ქართული დიასპორების ანსამბლები იდგნენ

რუსთავში, ქართული ქორეოგრაფიის კონკურ-ფესტივალი „ქართული-2026“, დღეს საზეიმო კონცერტითა და დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდება. „ქართულის“ ბოლო საკონკურსო დღე კი შვედეთიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ანსამბლებს – „შოშია“, „სამანი“ და „კავკასია“ დაეთმო. ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს დეპუტატები, ფესტივალის სტუმრები, დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის ხელმძღვანელი პირები […]

20 ივნისს, რუსთავის პარკში, კონკურს-ფესტივალი ,,ქართული 2026” საზეიმოდ დაიხურება

კონკურს-ფესტივალის ,,ქართული’’ დახურვა 20 ივნისი, 21:00 საათი რუსთავის ცენტრალური პარკი ,,ქართული ხმების’’ კონცერტი დაჯილდოების ცერემონია  

ნინო ლაცაბიძე: რუსთავსა და თურქეთის ქალაქ ინეგოლს შორის მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ფესტივალ „ქართულზე“ მათი სტუმრობა ჩვენს ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს

რუსთავს კონკურს-ფესტივალის „ქართულის“ ფარგლებში, თურქეთის დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა. დამეგობრებული ქალაქის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც, ინეგოლის მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები არიან, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა მიიღეს. შეხვედრას ქალაქის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიის სამსახურების უფროსებიც ესწრებოდნენ. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, დამეგობრებულ ქალაქებს შორის კულტურის, […]