11-12 ივლისს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, მუსიკალური ფესტივალი ,,ოქსიგენ ფესტი 2026” გაიმართება

11 და 12 ივლისი რუსთავის ცენტრალური პარკი, ისტორიული ციხე-სიმაგრის მ/ტ ,,ოქსიგენ ფესტი-2026″ დასწრება თავისუფალია! კარის გახსნა 11 ივლისი 19:00 სთ 20:00 სთ რუსთავის სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია 21:00 სთ TAHA Koa Gigilow Kay G Skyress Moska Bxnny X KLDE 12 ივლისი SHEREKILEBI REGGAEON GEOBIT PRODUCTION&FRIENDS PAPANUSI Allusion #ხმაურისიხარულისთვის

ნინო ლაცაბიძე: მადლობა რუსთაველებს ერთიანობისთვის და საქართველოს მთავრობას, შესაძლებლობისთვის, რომელმაც ჩვენი ქალაქის ისტორიული გამოწვევის დასაძლევად გაგვაერთიანა

რუსთავში, ქალაქის მთავარი ეკოლოგიური რესურსის – ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დასრულდა. უპრეცედენტო მასშტაბის ეკოლოგიურ პროექტს რუსთავის მერია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით ახორციელებენ. ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპის დახურვის ღონისძიებაზე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ პირველი ეტაპი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, […]

რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავში, კიდევ ერთი სრულად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. N31 საბავშვო ბაღმა, სააღმზრდელო პროცესი დღეიდან, საზაფხულო ბაღში აღსაზრდელების მიღებით დაიწყო. ბაგა-ბაღის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი დაესწრნენ. […]

რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პროექტის – „რუსთავი-ცხოვრების სტილი” პირველი სეზონი დახურა

რუსთავის მერიამ, კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტის – „რუსთავი-ცხოვრების სტილი” პირველი სეზონი დახურა. რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ სივრცეში, ახალი ახალგაზრდული პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, „გახდი შენი ქალაქის კონტენტ კრეატორი” – ამ იდეით განხორციელებულ პროექტში, 30-მა რუსთაველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროგრამაში ჩართულმა ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიანი სასწავლო კურსი, […]

რუსთავის N44 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, პროექტის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამის – „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, რუსთავის ბაგა-ბაღების ეზოების გამწვანების პროცესს აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, ხე-მცენარეები, დღეს N44-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაირგო. გამწვანების აქციაში, მონაწილეობა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით კვინიკაძესთან ერთად მიიღეს. „ძალიან მნიშვნელოვანია, […]

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში აუცილებლად უნდა გამკაცრდეს საწარმოების კონტროლი, რადგან სხვა შემთხვევაში, ვერ მივიღებთ შედეგს, რომელიც რუსთავის ეკოლოგიასა და მომავალს სჭირდება

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ იმსჯელეს. სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ. კომიტეტის ხელმძღვანელის მაია ბითაძისა და წევრების წინაშე, გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტანენტების წარმომადგენლებმა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ კი სიტყვით გამოსვლისას, იმ ეკოლოგიური პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელებსაც ქალაქის მერია ჰაერის ხარისხის […]

რუსთავში შპს ,,რეკსოლის” სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს ,,რეკსოლის“ ნარჩენების აღდგენის (საბურავების გადამუშავება) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნარჩენების აღდგენის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,რეკსოლ“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:  2026 […]