რუსთავში სპორტული ქალაქი აშენდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ხმალაძე არქიტექტორები“, სპორტული ქალაქის პროექტზე უკვე მუშაობს. არქიტექტურულ კომპანიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პროექტის დეტალებზე იმსჯელეს, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ტაბაღუა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები […]