რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის მეოთხე დარბაზში, თამარ მეფის მამის-გიორგი III -ის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა. მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. მონეტის შუბლზე გამოსახულია მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის, არეზე კი ქართული მხედრული წარწერით წერია გიორგი მეფის სახელი და ასოთმთავრული წარწერა-ქორონიკონ 394. მონეტის უკანა მხარეს, არაბულად იკითხება -„მეფეთ მეფე […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს 25 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადებს. შიდა აუდიტის სამსახური – 3 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – 3; მუნიციპალური ინსპექცია – 3; ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახური – 3; არქიტექტურის […]
რუსთავი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება. მე-11 საბავშვო ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი შენობის მშენებლობა თითქმის დაასრულა. თანამედროვე სტანდარტების, მოზარდების საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სექტემბრიდან 300 აღსაზრდელს მიიღებს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, სამუშაოების მიმდინარეობას დეპუტატებთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად […]
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ შარტავას გამზირზე, ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კარლო ნოდიასთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ზურა ტაბაღუასთან ერთად სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ. „შარტავას გამზირის საფეხმავლო ნაწილის კეთილმოწყობა, ერთ-ერთი […]
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წლისთავი აღინიშნა რუსთავში. აგვისტოს ომში დაღუპულ რუსთაველ გმირთა მემორიალთან, რუსთაველები დილიდან შეიკრიბნენ. ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან და სამხედროებთან ერთად, მემორიალი ყვავილებით შეამკეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის დელეგატმა პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღანიამ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა და ქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა. ,,6 […]
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – სახიფათო ნარჩენის (ზეთის) აღდგენა დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: წელიწადში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „იბერია ელექტროსერვისი“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: რუსთავის მუნიციპალიტეტი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო; დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2026 წლის 19 აგვისტო, 12:00 საათი, […]
2026 წლის 24 ივლისს შპს „ელბა ექსპორტმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის (ქ. რუსთავში კირისა და კომბინირებული სასუქის საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება. განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/68a92859-8c4f-4e96-9516-7a970077e192. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და […]
რუსთავში, ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. დოკუმენტის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გუნდთან ერთად წარადგინა. რუსთავის განვითარების გრძელვადიან გეგმას 3 ძირითადი მიმართულება აქვს. ეკოლოგიურად სუფთა, ახალგაზრდულ ინტერესებზე მორგებული და ტექნოლოგიურად განვითარებული ქალაქის კონცეფციის განხორციელება, რუსთავში უკვე დაწყებულია. ,,ჩვენი ქალაქის განვითარების სტრატეგიის პროექტი მერიის გუნდმა, მოსახლეობასთან აქტიური თანამშრომლობით შევიმუშავეთ. საქართველოს მთავრობა, რუსთაველებს […]
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, რუსთავში, შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ფალიაშვილის N6 საცხოვრებელ კორპუსთან, 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა. ანალოგიური სამუშაოები, ერთდროულად, ქალაქის კიდევ რამდენიმე უბანში მიმდინარეობს. ფალიაშვილის ქუჩაზე, სპორტული მოედნის მოწყობის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. ,,დღეს რუსთავში […]