27 მარტიდან, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი, საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირს „რუსთავის თასი 2023“ უმასპინძლებს.
ტურნირის გახსნის ცერემონია 27 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება.
ასპარეზობაში, 12 წლამდელთა 16 გუნდი, მათ შორის ესტონელი და ლატვიელი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირის ფლეი-ოფის შეხვედრები 30 მარტს, ფინალური შეხვედრა კი 1 აპრილს, 18:00 საათზე ჩატარდება.
,,რუსთავის თასი 2023’’ -ის საპრიზო ადგილების მფლობელები სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან.
ტურნირი ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ და საკალათბურთო კლუბის – „რუსთავი 1991“ ორგანიზებით გაიმართება. ასპარეზობის მხარდამჭერები არიან რუსთავის მერია და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.