შპს ,,რუსელოისის“ რუსთავის მეტალურგიული (ფეროშენადნობთა) ქარხნის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის პროექტის სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს ,,რუსელოისის“ მიერ წარდგენილია ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში მეტალურგიული (ფეროშენადნობთა) ქარხნის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის (ახალი პროდუქციის წარმოება) პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება.

სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

განცხადება

 

წინა რუსთავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო