ფეხბურთის გულშემატკივრების განსაკუთრებული აქტივობა, გუშინ რუსთავის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა.
მატჩის მსვლელობისას. გათამაშება- ვიქტორინაც მოეწყო და გამარჯვებულ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების მეკარის მაისური ხვდა წილად.
საქართველოს ნაკრების დამარცხების მიუხედავად, რუსთაველმა გულშემატკივრებმა ღია ჩვენებისთვის მოწყობილი სივრცე, ოპტიმისტური განწყობით დატოვეს.
საქართველო-თურქეთის მატჩის ტრანსლაციას, ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები დაესწრნენ.
ევროპის ჩემპიონატის ღია ჩვენება რუსთავის მერიის და ოქსიგენ ფესტის ორგანიზებით იმართება.
ოქსიგენის საფესტივალო სივრცე, ფეხბურთის გულშემატკივრებს, 22 და 26 ივნისს, საქართველო-ჩეხეთის და საქართველო- პორტუგალიის მატჩების დღეებშიც უმასპინძლებს.