ნინო ლაცაბიძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა.

რუსთავში ვიზიტით  მყოფ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, ქალაქის მერმა მუნიციპალური სერვისების ცენტრში უმასპინძლა.

ნინო ლაცაბიძემ, მელინე არაკელიანს, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები,  პროექტები და ქალაქის განვითარების ახალი ხედვა გააცნო.

,,საინტერესო შეხვედრა გვქონდა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, ვისაუბრეთ ქალაქის განვითარებაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ელჩს გავაცანით რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური რეფორმები, რომელიც დღეს ქალაქში მერიის გუნდის მიერ ხორციელდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, ქალაქში დაგეგმილი ეკოპროექტები გააცნო და დეტალურად ისაუბრა ჭალის ტყის განვითარების გეგმაზეც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნინო ლაცაბიძემ მელინე არაკელიანს, რუსთავის ახალი მედიათეკა დაათვალიერებინა, რომელიც ბიბლიოთეკების რეფორმის შედეგად შეიქმნა.

 

წინა რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, კომპანია GWP-იმ კიდევ ერთი პროექტი დაასრულა