საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს, რუსთავის მერიაში პირველი სამუშაო დღე აქვთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურში 20 სტუდენტი გაივლის სტაჟირებას.

პროგრამის მონაწილე სტუდენტებს, პირველ სამუშაო დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა.

„რუსთავის მერიის თითქმის ყველა სამსახურში, პირველი სამუშაო დღე აქვთ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სტაჟირების პროგრამაში ჩაერთნენ. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს. ეს პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც სტუდენტებისთვის და მათი კარიერული განვითარებისთვის, ასევე ჩვენთვისაც. ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდები ბევრ სიახლეს შემოიტანენ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან გამოცხადდა.

პროგრამის მონაწილე სტუდენტები 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას, ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო უწყებაში გაივლიან.

 

წინა რუსთავში შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა ერთდროულად რვა ლოკაციაზე მიმდინარეობს