9 მარტს, რუსთავის მერია ქალაქის ცენტრალურ პარკში, „ყვავილების ფესტივალზე“ გიწვევთ, რომელიც ქალაქური სიმღერის კონცერტით დასრულდება

9 მარტს, 12:00 საათიდან, რუსთავის მერია ქალაქის ცენტრალურ პარკში, „ყვავილების ფესტივალზე“.

ფესტივალს ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერა“ პროექტის „ქართული სიმღერა საქართველოს“ ფარგლებში, კონცერტით დაასრულებს. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ანსამბლები: ფორტე, ქართული ხმები, შვიდკაცა, ალილო და თეატრალურის კვარტეტი მიიღებენ.

🎼 კონცერტის მონაწილეები მსმენელისთვის ცნობილ ჰიტებს და ახალ მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ.
🎼 მუსიკალური ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება და მისი მიზანი ქალაქური სიმღერის პოპულარიზაციაა.

🌸გელით ყვავილების ფესტივალზე, რომელიც დაუვიწყარი მუსიკალური საღამოთი დაგვირგვინდება 🎶

 

წინა შპს „სტანდარტის“ ნარჩენი ზეთების გადამამუშავებელი (ნარჩენების აღდგენა) საწარმოსა და 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ