გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს ,,ალტერვეისტის“ 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთები) დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,ალტერვეისტი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: · 2026 წლის 3 ივლისი, 12:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: კოსტავას გამზირი №20)
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 21 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობეგაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს (დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112, თბილისი; ელფოსტა: eia@mepa.gov.ge; ტელ.: +995 32 2 439 556/+995 32 2 439503).
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-12 მუხლის შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში საქმიანობის განმახორციელებლის მხრიდან განცხადება დარეგისტრირდა 2026 წლის 18 მაისს. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 85-ე დღისა და არაუგვიანეს 90-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/73677092-11ed-45c2-8fac-1996d393abed.