საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის, „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, რუსთავში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

რუსთავში ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

რუსთავში, მთავარ ნაძვის ხესთან, საშობაო სოფელში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

საშობაო სოფელში, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის – ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო, პატარებს სანტა კლაუსმა და ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს, ორკესტრის მონაწილეობით გაიმართა საზეიმო მსვლელობა, ასევე ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

საზეიმო კონცერტში ჯგუფმა ,,რეგიონმა“ და ანსამბლმა ,,ქართულმა ხმებმა“ მიიღეს მონაწილეობა. საღამოს დუტა სხირტლაძე უძღვებოდა.

,,გილოცავთ ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულის შემობრძანებას, რომელიც დღეს ღამით გვეწვევა. ყველა სურვილის ასრულებას ვუსურვებ მთლ დედამიწას და რაღა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას. სახლში დაკვრა სულ სხვა ემოციაა, ერთად ვართ დღეს და ამ ერთობით ვხვდებით ქრისტესშობას “, – განაცხადა ჯგუფ ,,რეგიონის“ სოლისტმა ლაშა ნოზაძემ.

პრემიერ – მინისტრის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით გამართული ღონისძიება – ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა და დღეს რუსთავში დასრულდა.

 

წინა რუსთავის მუნიციპალური თეატრი 2023 წლის 2, 3, 4, 5 და 7 იანვარს გიწვევთ სპექტაკლზე ,,ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზღაპარი”