ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფცია და 2023 წლის სამუშაო გეგმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარუდგინა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2023 წლის გეგმების პრეზენტაცია და რუსთავის ახალი განვითარების კონცეფცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გააცნო.
ინფრასტრუქტურული, სოციალური, ურბანული პროექტები, მუნიციპალური სერვისების რეფორმა, კულტურული და სპორტული პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც რუსთავის მერია მიმდინარე წელს გეგმავს, ნინო ლაცაბიძემ, რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერშიც წარუდგინა რუსთაველებს.
„შევხვდით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, დეტალურად გავიარეთ ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც მერიის გუნდი, 2023 წლის განმავლობაში ვაპირებთ. მათი მხრიდან სხდომაზე გაჟღერებული იქნა გარკვეული თემები, რომელთაც ერთობლივად განვიხილავთ და წლის განმავლობაში ამ საკითხების გადაჭრაზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
2023 წელს, რუსთავში, განსაკუთრებული აქცენტი, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციაზე, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებაზე, რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გაკეთდება. გაგრძელდება სატრანსპორტო რეფორმაც.
ახალი პროგრამებითაა წარმოდგენილი 2023 წლის სოციალური პროექტების გეგმაც.
რეფორმები იწყება სპორტის განვითარების სფეროშიც, სადაც აქცენტი ბავშვთა ფეხბურთისა და კალათბურთის განვითარებაზე გაკეთდება.
სიახლეებით გამორჩეული იქნება 2023 წელი კულტურის, განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდული პროგრამების კუთხითაც.
შეხვედრაზე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, რუსთავის მერს ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვაც წარუდგინეს.

 

 

 

წინა ნინო ლაცაბიძე – როგორც საკანონმდებლო, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა, ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია