ა(ა)იპ ,,ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრი”

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

1. ცენტრის საქმიანობა მთლიანად ორიენტირებულია, რომ მოხდეს რუსთაველი ახალგაზრდების დაკავშირება და ქსელის შექმნა, რაც ახალგაზრდულ შესაძლებლობების გამოვლენას და მის განვითარებას შეუწყობს ხელს. ცენტრის მიზანია ქალაქში არსებული ახალგაზრდული პოტენციალის გამოვლენა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ქალაქში მიმდინარე პროცესებში. ასევე, რუსთაველი ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება და მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია.

2. ცენტრი უზრუნველყოფს:

  • რუსთავში მცხოვრები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტების მატერიალურ დახმარებას, წახალისების მიზნით სხვადასხვა სტატუსის მქონე სტუდენტების ხელშეწყობას და სწავლისადმი მოტივაციის გაზრდას;
  • რუსთავში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის სტატუსის მქონდე პირთა განათლების მიღების ხელშეწყობას და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერას;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედლით დაჯილდოებული კურსდამთავრებულების წახალისებას;
  • ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარებას;
  • ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერას;
  • ახალგაზრდული ინიციატივების წახალისებას;
  • ახალგაზრდული პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას;
  • ახალგაზრდებში მოხალისეობის განვითარებას;
  • სოციალური მეწარმეობის განვითარებას და ადგილობრივი ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობას;
  • ახალგაზრდებისთვის სტაჟირების პროგრამების ხელმისაწვდომობას;
  • ახალგაზრდებისთვის დასვენების, გართობის და დასაქმების ხელშეწყობას;
  • ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას (ტრენინგი, სემინარი, საჯარო ლექცია, თემატური ბანაკი);