ა(ა)იპ ,,კულტურული პროექტების მართვის ცენტრი“
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელოვნებო სფეროს განვითარების ხელშეწყობა, კულტურული პროექტების მოზიდვა, დაფინანსება, სკოლის გარეშე სახელოვნებო და კულტურის სფეროში მოქმედი შემოქმედებითი ადამიანებისა და ორგანიზებული ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა;
- ხალხური რეწვის ტრადიციული დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, სახალხო მთქმელების, ლიტერატორების, ავტორების, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და
შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო, სამხატვრო, ქორეოგრაფიული, ზეპირ-სიტყვიერი ფოლკლორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების გამოვლენა, პოპულარიზაცია; თანამედროვე ხელოვნების და ხელოვნების სფეროში თვითდასაქმებულთა საქმიანობის ხელშეწყობა; - პროგრამული ბიუჯეტის შესატყვისად მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით მიზნობრივი წრეების, კლუბების, სექციების, ბავშვთა თვითმმართველობის, სტუდიების, ფოლკლორული ანსამბლების ფუნქციონირების ხელშეწყობა;
- ქალაქის და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შემოქმედებით ოლიმპიადებში, კონკურსებში, კონფერენციებსა და გამოფენებში მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობის ხელშეწყობა;
- სასწავლო პროგრამის სრულყოფა, პედაგოგიური პროცესის სრულყოფის ახალი მეთოდების და საშუალებების მოძიება, ალტერნატიული პროგრამებისა და მეთოდიკის დანერგვა;
- მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სამხატვრო-საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება;
- გამოფენებში, კონკურსებში, ბიენალეებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა და მათი შემდგომი განვითარებისხელშეწყობა;
- სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებების მოყვარულთა გაერთიანებების შემოქმედებითი საქმიანობისხელშეწყობა;
- ქალაქის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- ქალაქ რუსთავში მცხოვრებ (რეგისტრირებულ) ბავშვების, მოზარდებისა და დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური რაოდენობის მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებებში
- განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისათვის ხელშეწყობა;
- ტრენინგ-სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონცერტების, ფესტივალების, გამოფენების, საქველმოქმედო აქციებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა;
- მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ წესდებით დასახული მიზნების მიღწევას;
რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი 2024
სახელოვნებო სფეროში ღონისძიებების და კულტურული აქტივობების პროექტების დაფინანსების წესი იხილეთ