ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრი“

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სპორტული დაწესებულებების კოორდინაცია და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა;
  • ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) ბავშვების, მოზარდებისა და სპორტით დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური რაოდენობის მონაწილეობა სისტემატურ სპორტულ– გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება და ხელისშეწყობა;
  • სასპორტო ფილიალების პროფილის შესაბამისად წარჩინებული სპორტსმენების მეთოდური აღზრდისა და დაოსტატების მიზნით, ქალაქ რუსთავის მკვიდრი (რეგისტრირებული) სპორტსმენების, მუნიციპალიტეტის სახელით, ტურნირებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ) საჭირო ხარჯებით უზრუნველყოფა.
  • რუსთავის ნაკრები გუნდებისათვის მაღალი კლასის სპორტული რეზერვების შერჩევა და მათი მომზადება თანამედროვე სტანდარტებისდონეზე;
  • მაღალკვალიფიციური სპორტსმენების, მწვრთნელთა მომზადება;
  • ქვეყნის ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრები გუნდების ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენებით შევსება;
  • ცენტრის სპორტსმენებისათვის ქალაქის და ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისათვის შესაბამისი სპორტის სახეობათა მიხედვით მატერიალურ–ტექნიკური და თანამედროვე
    საწვრთნელი ბაზის შექმნა;
  • ცენტრის მოსწავლეთათვის (სპორტსმენთათვის) თანამედროვე სტანდარტების დონეზე სასწავლო–სპორტული პროცესის ორგანიზება, სპორტსმენთა წვრთნისა და სოციალური
    პირობების (კვება, სასწავლო–საწვრთნელი შეკრება, სამედიცინო კონტროლი)შექმნა;
  • ცენტრის სპორტსმენებისა და მწვრთნელ–მასწავლებლებისათვის ერთიანი სპორტული ფორმის შეძენა, სპორტული ინვენტარით მომარაგება;
  • ცენტრის ნაკრები გუნდებისთვის სასწავლო–საწვრთნო შეკრების ჩატარება და სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება;
  • ცენტრის სპორტსმენთა და მწვრთნელ–მასწავლებლებისათვის გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფა;
  • ცენტრის დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და სტაჟირების მიზნით მათი მივლინება როგორც ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ;
  • სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის და ცენტრის წარჩინებული სპორტსმენების სხვადასხვა ფორმით წახალისებისა (მადლობის სიგელი, ფულადი ჯილდო და სხვა) და სტიპენდიების გაცემა;
  • სხვადასხვა რანგის შეჯიბრებების, სახელობითი ტურნირების ორგანიზება და ჩატარება.