რუსთავში, მოსახლეობის თხოვნით, კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს. პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, მოსახლეობას, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ადგილზე გააცნეს. ,,მოსახლეობის თხოვნით, კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობას ვიწყებთ. პროექტი, ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი […]
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რუსთავში, კონცერტით დასრულდა. რუსთავის პარკში, მაყურებლის წინაშე Tika Balanchine & New One წარდგნენ. კონცერტის მიმდინარეობისას, სცენაზე ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, რუსთაველი სპორტსმენი ლაშა გურული და მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, გიორგი სარდალაშვილი მიიწვიეს. რუსთაველ ოლიმპიელებს, რუსთავის მერიამ ფულადი ჯილდო 10 000 -10 000 ლარი გადასცა. […]
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის სპორტის სასახლეში, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – ,,ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის” გაიმართა. ღონისძიებაში სტუდენტები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფორუმი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, თბილისის საკრებულოს […]
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით შპს „რუსთავის აზოტის“ მიერ წარდგენილია ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, […]
რუსთავის მერია გიწვევთ Tika Balanchine & New One – ის კონცერტზე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის: ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ ფარგლებში გაიმართება კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია ღონისძიებას დაესწრებიან პარიზის ოლიმპიადის მონაწილე რუსთაველი სპორტსმენები: ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული და გიორგი სარდალაშვილი შევხვდებით რუსთავის პარკში […]
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 12 აგვისტოს, ქალაქ რუსთავში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართება. ღონისძიებაში ცენტრალური და ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რუსთაველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმზე შეკრებილებს სიტყვით მაღალი რანგის […]
რუსთავის მერია, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მასშტაბური პროექტის მონიტორინგს აგრძელებს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, ,,ჯივიპიმ” რუსთავში, კიდევ ერთი მსხვილი პროექტი – გაგარინის და მშვიდობის ქუჩების მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. „დღეს დილიდან, წყალმომარაგების კომპანია, გაგარინის ქუჩაზე განახლებული ქსელის დაერთებით სამუშაოებს ატარებს. პროექტის ამ მონაკვეთზე, 2 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური ქსელი განახლდა, დამონტაჟდა 16 ჩამკეტ- მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 13 საკვანძო […]
აგვისტოს ომიდან 16 წლისთავი აღნიშნეს რუსთავში, სადაც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ. ,,2008 წლის 8 აგვისტო, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ყველას გვახსოვს, 16 წლის […]
2024 წლის 30 ივლისს, შპს „რეციკლინმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ქ. რუსთავში სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა და აღდგენის საწარმოს მოწყობაექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/e371a047-d215-40d8-ac8d-1c72dff761cc დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის დამატებით […]