რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი იწყება

რუსთავს კიდევ ერთი სრულად განახლებული ქუჩა შეემატება. პროექტი, რომლის განხორციელებასაც რუსთავის მერია იწყებს, ტაშკენტის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილეები, კახა გურული და ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნებისა” და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაცია რომელიც დავიწყეთ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი […]

რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, კიდევ ერთ ლოკაციაზე დაიწყო. პროექტი, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის, ტროტუარების, ახალი სანიაღვრე ქსელის, მწვანე სივრცეების, გარე განათების სისტემისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს. მოწესრიგდება მიმდებარე კორპუსების სადარბაზოებთან მიმავალე სივრცეც. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის მიმდინარეობას, მოადგილეებთან კახა გურულთან და ბესიკ ტოგონიძესთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ […]

რუსთავის მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

შპს „რუსთავის ფოლადის“ მიერ რუსთავის მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს რუსთავის ფოლადი დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2024 წლის 20 თებერვალი, 12:00 საათი, […]

რუსთავში, ისტორიული N1 ბაგა-ბაღის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დასრულდა

რუსთავში ისტორიული შენობების რესტავრაციის ფარგლებში, N1 საბავშვო ბაღის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. ქალაქის ისტორიული პირველი ბაგა-ბაღი, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. ბაღის გახსნას, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’ წევრები და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ. […]

31 დეკემბერს, რუსთავში, თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება

31 დეკემბერს, რუსთავში, თავისუფლების მოედანზე მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 31 დეკემბრის ღამეს, 10-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავი ახალი წლის დადგომას გრანდიოზული გალა-კონცერტით პირველად შეხვდება. „ათი წლის შემდეგ, მთავარ მოედანზე რუსთაველები ყველა ერთად შევხვდებით ახალ წელს. გაიმართება სადღესასწაულო გალა-კონცერტი, ეს არის პრემიერის ძალიან დიდი საჩუქარი რუსთავისთვის. ქალაქში უკვე იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა. ვეპატიჟებით […]

შპს ,,სტანდარტის” მიერ ნარჩენების აღდგენის (ნარჩენი ზეთების გადამუშავება) საწარმოო ობიექტისა და სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთები) დროებითი შესანახი ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის შესახებ

2023 წლის 12 დეკემბერს შპს „სტანდარტმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ნარჩენების აღდგენის (ნარჩენი ზეთების გადამუშავების) საწარმოო ობიექტისა და სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთების) დროებითი შესანახი ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი სკოპინგის ანგარიშის განცხადება. სკოპინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://ei.gov.ge/ka/info/64ac08f1-a194-457c-bc79-a7503a3370cb ვინაიდან ,,უქმე დღეების განსაზღვრის […]

შპს „რუსთავის ქიმიური საწარმო სოდაკოს“ მიერ ქ. რუსთავში მყარი კაუსტიკური სოდის გათხევადების საწარმოსა და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობის პროექტის სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „რუსთავის ქიმიური საწარმო სოდაკოს“ მიერ წარდგენილია ქ. რუსთავში მყარი კაუსტიკური სოდის გათხევადების საწარმოსა და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობის პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ […]