რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც რუსთავის მერიამ 15 ნოემბერს წარუდგინა საკრებულოს, ,,ნაციონალური მოძრაობის“, პარტია ,,საქართველოსთვისა“ და ,,ლელოს“ ერთი წევრისგან შემდგარმა უმრავლესობამ არ დაამტკიცა. საკრებულოში წარდგენამდე, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გუნდთან ერთად მოსახლეობას გააცნო. ბიუჯეტის პრიორიტეტებზე რუსთაველებთან ერთად მუშაობა, რუსთავის მერიამ მაისიდან დაიწყო და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი აქცენტები, […]
,,2 წელი რუსთავის ახალი განვითარებისთვის“- ამ შინაარსის იყო პრეზენტაცია, რომელიც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა, მოსახლეობას დღეს წარუდგინეს. პრეზენტაციას, სხვადასხვა პროფესიის რუსთაველებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, დავით მათიკაშვილი, […]
რუსთავში, მუნიციპალური სერვისების ცენტრში, სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურის” წარმომადგენლებმა, რუსთავის მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ მუზაშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ. ,,რუსთავის მუნიციპალური სერვისების ცენტრში, დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა ისაუბრეს იმ ახალ სერვისზე, რომელსაც ჩვენს […]
რუსთავის მერიამ 25 მილიონი ლარით გაზრდილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, დღეს ქალაქის საკრებულოში წარადგინა. 2024 წლის საწყისი ბიუჯეტის პროექტი 112 753 324 ლარით განისაზღვრა. საკრებულოში შეტანამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი ასპექტები და პრიორიტეტები ახალგაზრდებს გააცნო. ქალაქის მერმა, ახალ პროგრამებზე და პროექტებზე პრეზენტაცია მედიათეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს წარუდგინა და მათ მიერ დასმულ კითხვებს […]
რუსთავის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) ფარგლებში, მოქალაქეთა მონაწილეობით, ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მოსახლეობის თხოვნით, რუსთავის მერია, მე-14 მიკრორაიონის N46-47-48 კორპუსების შიდა ტერიტორიაზე, ახალ რეკრეაციულ საზოგადოებრივ სივრცეს მოაწყობს. ,,რუსთაველების ჩართულობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. სწორედ მოსახლეობის თხოვნით, 2024 წელს […]
რუსთავის მერია, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის ფორმირებაში მოსახლეობის აქტიური ჩართვის მიზნით, საჯარო შეხვედრებსა და განხილვებს მართავს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები და პროექტები, დღეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს გააცნო. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს, საკრებულოში წარდგენამდე, ნინო ლაცაბიძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 700-ზე მეტ წარმომადგენელს გააცნობს. ,,მოსახლეობასთან, ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ერთად […]
რუსთავის მერიის მხარდაჭერით, 10-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი გაიმართება. კომედიის თეატრალური ფესტივალი ნიკოლოზ წულუკიძის პროექტით „ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიხსნა. „რუსთავს მდიდარი თეატრალური ისტორია და ტრადიციები აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა და არამხოლოდ ახალგაზრდებმა, შეძლონ საინტერესო სპექტაკლების ნახვა. რუსთავის თეატრი, მერიის ხელშეწყობით, წელს უკვე […]
სგშ ანგარიშის საჯარო განხილვა – საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგეტიკა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: საქართველო (მთელი ქვეყნის მასშტაბით) საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს ეკონომიკისა და […]