საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე, ნომინაციაში -სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები, საუკეთესოდ რუსთავის სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი დასახელდა. სპეციალური ჯილდო რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გადასცა. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტების მერიების ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში. რუსთავის მერიიდან პრიზი ,,რუსთავის მუნიციპალური […]
რუსთავის სპორტის სასახლეში, საგანმანათლებლო სპორტული მუზეუმის სივრცეში, წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, პარლამენტის დელეგატმა რუსთავისა და გარდაბნის ათი თემიდან ირაკლი შატაკიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა რუსთაველ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს, გასულ წელს საერთაშორისო და ადგილობრივ ასპარეზობებზე მიღწეული წარმატებები მიულოცეს. ,,ჩვენმა გუნდმა სპორტსმენების […]
პირველად რუსთავში, რუსთავი-თბილისის სატრანსპორტო ხაზზე, მუნიციპალური ავტობუსები, ჭყონდიდელის სახელობის უბნიდან (რჩეულიშვილის #10) იმოძრავებენ. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის მე-5 მარშრუტის დანიშვნით, რუსთავის მერიამ, სატრანსპორტო რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა და რუსთაველების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა შეასრულა. ახალი სატრანსპორტო ხაზის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად წარადგინა. ,,რუსთავის მერიის გუნდმა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა […]
რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. სატრანსპორტო კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზის – მოდებაძის ქუჩის სარეაბილიტაციო ტერიტორია 32 000 კვადრატული მეტრია. „რუსთავში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და მერიის […]
რუსთავის მერიამ სტუდენტური პროექტის – ,,მართე შენი ქალაქი” ახალი ეტაპი დაიწყო. ახალგაზრდების დასაქმებისა და მუნიციპალიტეტის მუშაობაში მათი ჩართვის მიზნით, რუსთავის მერის ინიციატივით, პროექტი უკვე მეოთხე წელია, რაც ხორციელდება. ,,მართე შენი ქალაქის“ მერვე ეტაპის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. ქალაქის მერმა ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე რეფორმები და […]
რუსთავის მერიის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთავის ცენტრალურ პარკში, „ყვავილების ფესტივალი“ და ქართული სიმღერის საღამო გაიმართა. ,,ყვავილების ფესტივალის” ფარგლებში, ცენტრალურ პარკში, ტბის პირზე ყვავილების გამოფენა მოეწყო, ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა მოყვარული ფლორისტებისთვის მცენარეების გადარგვის მასტერკლასი ჩაატარეს, გაზაფხულის თემატიკაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მთელი დღის განმავლობაში, პარკში, პატარებისთვის საბავშვო-გასართობი ღონისძიებები იმართებოდა. ,,რუსთავის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ […]
9 მარტს, რუსთავის მერია ქალაქის ცენტრალურ პარკში, „ყვავილების ფესტივალზე“ და ქალაქური სიმღერის კონცერტზე გიწვევთ! რუსთავის ცენტრალური პარკი 12:00-18:00 სთ ყვავილების გამოფენა-გაყიდვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა 13:00-15:00 სთ საბავშვო-გასართობი პროგრამა 19:00 სთ ამფითეატრი ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერა“ პროექტის „ქართული სიმღერა საქართველოს“ ფარგლებში, ქალაქური სიმღერის კონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობენ ანსამბლები: ,,ქართული ხმები’’, ,,შვიდკაცა’’, ,,ალილო’’, ,,თეატრალურის კვარტეტი’’, ,,ფორტე’’. მუსიკალური […]