ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენერალურ გეგმასა და განაშენიანების გეგმაში შესატანი ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას №3826142185-05 22.05.2026წ. განცხადებით მომართა  შპს „ჯისიჯი“-ს (ს/ნ 405459855) წარმომადგენელმა თეიმურაზ დალაქიშვილმა (პ/ნ 01008024638). წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განმცხადებელმა მოითხოვა რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.05.07.175, 02.05.07.469, 02.05.07.364) განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების შესაძლებლობის განხილვა და შესაბამისი დავალების გაცემა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოიკვლია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და […]

26 მაისს, რუსთავში, თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

26 მაისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, რუსთავის თავისუფლების მოედანზე, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყობა: 26 მაისის ინსტალაცია რუსთავის ისტორიული პავილიონი – 2025 რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი ექსპონატების ასლების გამოფენა რუსთავის ჭალის ტყის საინფორმაციო კედელი – ,,დარგე შენი სახელობის ხე” ზღაპრის გმირების წარმოდგენა […]

ნინო ლაცაბიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რუსთავში ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება

რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება იწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში 100 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განახორციელებს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელთან ერთად, ძველ რუსთავში ასლანიკაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის დეტალები გააცნეს. […]

სპექტაკლი ,,სოლომონ მორბელაძე” რუსთავის მუნიციპალურ თეატრში

მიმდინარე წლის 30 მაისს, 20:00 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, სპექტაკლი ,,სოლომონ მორბელაძე” გაიმართება. იხილეთ ბმული: https://rustavitheatre.slr.ge/events/117/soloman-morbeladze

სპექტაკლი ,,ელექტრიკოსი” რუსთავის მუნიციპალურ თეატრში

მიმდინარე წლის 24 მაისს, 20:00 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, სპექტაკლი ,,ელექტრიკოსი” გაიმართება. იხილეთ ბმული: ელექტრიკოსი 16+ | რუსთავის თეატრი (slr.ge)    

სპექტაკლი ,,სამი და” რუსთავის მუნიციპალურ თეატრში

მიმდინარე წლის 22 მაისს, 20:00 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, სპექტაკლი ,,გოგოების ფერმა” გაიმართება. იხილეთ ბმული: სამი და 16+ | რუსთავის თეატრი (slr.ge)

რუსთავში, სს „რუსთავის აზოტის“ ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიშის შესახებ

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობისთვის (ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით სს „რუსთავის აზოტის“ მიერ ა/წ 5 მაისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/238b191d-e14a-447d-88f6-a16e19cc4add. გთხოვთ, სკრინინგის განცხადებით გათვალისწინებულ […]

რუსთავში, რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს

რუსთავში, ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურ ფაზაშია და სამუშაოები, ამჟამად, რუსთაველის N27, N29, N31, N35, N38, N40, N42, N44 და N46  კორპუსებში მიმდინარეობს. რუსთაველის ქუჩა ძველი რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბანია და მისი რესტავრაციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, […]

ნინო ლაცაბიძე: ოჯახის სიწმინდის დღე იმ უდიდეს ღირებულებებს აერთიანებს, რაც ქვეყნის ერთიანობის საფუძველია

რუსთავში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, მასშტაბური მსვლელობა მოეწყო. მსვლელობაში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა ოჯახებთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა მიიღეს მონაწილეობა. „ოჯახის სიწმინდის დღე იმ უდიდეს ღირებულებებს აერთიანებს, რაც ქვეყნის […]

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია და უახლოეს პერიოდში დასრულდება. პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. „რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე ვახორციელებთ ერთ-ერთ რთულ პროექტს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებას და რეაბილიტაციას ეხება. ეს შენობა სპეციალისტების დასკვნით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. […]