რუსთავში „რუსთავქალაქობა 2026“ გალა კონცერტით დასრულდა. მეგობრობის ქალაქი – ასეთი იყო წლევანდელი რუსთავქალაქობის ლაიტმოტივი. ქალაქის დღესასწაულის მთავარი კონცერტი სიმფონიურმა ორკერსტრმა და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა გახსნეს. საღამოს კულმინაცია კი ცნობილი რუსთაველი მსახიობისთვის, ნათელა მუხულიშვილისთვის 80 წლის იუბილეს მილოცვა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერა „რუსთავ-ქალაქს გიმღერ“ გახდა, რომელიც რუსთაველებმა ლიზა ბაგრატიონთან და გიორგი ლომისელთან ერთად შეასრულეს. „ჩვენს ულამაზეს […]
რუსთავში ,,რუსთავქალაქობა” აღინიშნება. ქალაქის ცენტრალურ პარკში „რუსთავქალაქობა 2026“-ის ფარგლებში, სადღესასწაულო და გასართობი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე სპეციალურად რუსთავქალაქობითვის მოწყობილია სადღესასწაულო და გასართობი სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში „ჩვენი თეატრის” კოსტუმირებული მსვლელობა, საბავშვო სპექტაკლი და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ტარდება. 18:00 საათზე დაიწყება ელექტრონული მუსიკის საღამო. 21:00 საათზე, კი რუსთავქალაქობის კულმინაცია ტრადიციულად გალა-კონცერტი იქნება, რომელიც […]
10 ოქტომბერს, რუსთავის მერია ჩვენი ქალაქის მთავარ დღესასწაულზე გიწვევთ! 10:00 საათიდან რუსთავის ცენტრალური პარკი შემოქმედებითი და საბავშვო-გასართობი პროგრამები ,,ჩვენი თეატრის” კოსტუმირებული წარმოდგენა 18:00 საათი დიჯეი 21:00 საათი გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია რუსთავქალაქობის მთავარ სცენაზე ულამაზესი სანახაობა სიმფონიური ორკესტრი და ბენდი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, არმაზ დარაშვილი, გიორგი […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურში 20 სტუდენტი გაივლის სტაჟირებას. პროგრამის მონაწილე სტუდენტებს, პირველ სამუშაო დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. „რუსთავის მერიის თითქმის ყველა სამსახურში, პირველი სამუშაო დღე აქვთ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სტაჟირების პროგრამაში ჩაერთნენ. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს. ეს პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც […]
რუსთავში ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. შიდა ეზოების რეაბილიტაციის ფარგლებში, მე-12 მიკრორაიონის N1 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლელა ლუარსაბიშვილთან ერთად შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო. „პროექტის დაწყებამდე ყოველთვის ვხვდებით მოსახლეობას და ვაცნობთ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ესა […]
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის – „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” ფარგლებში, შემოდგომაზე რუსთავში კიდევ 2000 ძირი ხე დაირგვება. ქალაქის შესასვლელსა და გასასვლელში, ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების მიზნით, მეორე ეტაპზე 800 ძირი ლეილანდი, 400 ჭადარი, 800 არიზონა კიპარი ირგვება. პროექტის განხორციელება კი გაზაფხულზე დაიწყო და პირველ ეტაპზე ქალაქის შემოსასვლელსა და საბავშვო ბაგა-ბაღების ტერიტორიაზე, სხვადასხვა […]
რუსთავში, რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება. რუსთავის მერიამ ნიკო ლომოურის ქუჩაზე, სადაც მორაგბეთა პირველი თაობა ვარჯიშობდა, ახალი სტადიონის და აკადემიის მშენებლობა თითქმის დაასრულა. რაგბის აკადემიის მშენებლობის დასრულებამდე ცნობილი რუსთაველი მორაგბეებით დაკომპლექტებული სამწვრთნელო შტაბი კვალიფიკაციას საფრანგეთში, ნიცის სარაგბო აკადემიაში აიმაღლებს და ევროპის წამყვანი კლუბების გამოცდილებას გაიზიარებს. „რუსთავში, ისტორიულ სარაგბო ადგილზე ახალი აკადემიის მშენებლობა ძალიან […]
რუსთავის მერია, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას აგრძელებს. დღეისათვის რუსთავის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ქუჩაზე ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ. „რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მნიშვნელოვან და მასშტაბურ […]
რუსთავში ავარიული შენობების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის ქუჩის N8 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაცია მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. „რუსთავში ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას. მერიის გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რესტავრაციაა. თბილისის ქუჩაზე […]
რუსთავში სპორტული ქალაქი აშენდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ხმალაძე არქიტექტორები“, სპორტული ქალაქის პროექტზე უკვე მუშაობს. არქიტექტურულ კომპანიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პროექტის დეტალებზე იმსჯელეს, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ტაბაღუა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები […]