რუსთავში, ქალაქის დღის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს. წელს, ,,რუსთავქალაქობა”-2024 განსაკუთრებულად მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება დატვირთული. წლევანდელ დღესასწაულს ქალაქი უკვე ახალი ლოგოტიპით და სლოგანით- ,,ახალი ქალაქი დიდი ისტორიით” ხვდება. სწორედ, ამ სლოგანზე იქნება აგებული მთავარი დღესასწაულის შინაარსიც, სადაც არაერთი სიურპრიზი ელოდებათ რუსთაველებს. სახალხო დღესასწაული სამ სვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. რუსთავის ცენტრალურ პარკში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბავშვთა […]
რუსთავის მერია, რუსთაველი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის, მაღალი ხარისხის ახალ სპორტულ ეკიპირებას შეიძენს. რუსთავის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულებას, ხელი ახალ სპორტის სასახლეში მოეწერა. რუსთავის მერიის სპორტის სამსახურს, შპს ,,გაფა ბიზნესი“ იტალიური ბრენდის – ,,მაკრონის“ 450 წყვილი სპორტული სამოსით მოამარაგებს, რომელზეც მერიის ბრენდინგის ჯგუფის მიერ შემუშავებული რუსთავის ახალი ლოგოტიპი იქნება დატანილი. ,,რუსთავის მერიის გუნდის […]
ახალი ქალაქი დიდი ისტორიით – რუსთავის მერიამ ქალაქის ბრენდირება დაიწყო. რუსთავის მაიდენტიფიცირებელი ახალი ფერთა გამის, ლოგოტიპის და სლოგანისგან შემდგარი ბრენდბუქის პრეზენტაცია, საზოგადოებას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა. პრეზენტაციას, საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნებიდან” ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ. რუსთავის ბრენდბუქის ინსპირატორი […]
რუსთავის მერიის ორგანიზებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში ,,შემოდგომის დღეები” ჯგუფ ,,ურსას” კონცერტით გაიხსნა. სადღესასწაულო კონცერტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნებიდან” ირაკლი შატაკიშვილი დაესწრნენ. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებს სცენიდან მიულოცა. ,,ამ ლამაზი საღამოთი ახალი სასწავლო […]
რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრმა, თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ხელშეწყობის ფარგლებში, რუსთავის მერიის 25 თანამშრომელი გადაამზადა. სპეციალური ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები რუსთავის მერიის თანამშრომლებს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და მერის მოადგილეებმა გადასცეს. „რუსთავში ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებთან ერთად, ვაგრძელებთ ჩვენი გუნდის წევრების – მუნიციპალიტეტში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის […]
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კიდევ ერთ ქუჩაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში, თოდრიას ქუჩაზე არსებული მოედნიდან, კაპანაძის ქუჩამდე 10 000 მ2. ფართობზე, ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი მოეწყობა. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის დეტალებს, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ. ,,რუსთავში დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელიც თოდრიას ქუჩის […]
რუსთავში, მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში შექმნილი მუნიციპალური სერვისების ცენტრის გახსნიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოში პირველ მუნიციპალურ სერვისების ცენტრში, ერთწლიანი ფუნქციონირების შედეგები, პრეზენტაციის წარდგენით შეაჯამეს. ცენტრში გამართულ ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, მერის მოადგილეები, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,რუსთავის მუნიციპალური სერვისების […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა. რუსთავში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, ქალაქის მერმა მუნიციპალური სერვისების ცენტრში უმასპინძლა. ნინო ლაცაბიძემ, მელინე არაკელიანს, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, პროექტები და ქალაქის განვითარების ახალი ხედვა გააცნო. ,,საინტერესო შეხვედრა გვქონდა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, ვისაუბრეთ ქალაქის განვითარებაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ელჩს გავაცანით რუსთავში მიმდინარე […]
რუსთავში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიზნით მიმდინარე პროექტის მორიგი ეტაპი დასრულდა. კომპანია GWP გაგარინის ქუჩაზე წყალსადენის ახალ ქსელზე ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ატარებს. კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად, მონიტორინგის მიზნით, პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნო. ,,რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. რუსთავის მერიის გუნდი ყოველდღიურ მონიტორინგს ვუწევთ და ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული. დღეს, გაგარინის […]
რუსთავში, მოსახლეობის ჩართულობით შექმნილი კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ახალი რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მე-14-ე მიკრორაიონის N46, 47 და 48 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში ეწყობა, რუსთავის მერიის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. ლაცაბიძის […]