რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ კულტურის სახლის ისტორიულ შენობას, სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაეცნენ. „რუსთავის გუნდი ერთ-ერთ მასშტაბურ და გამორჩეულ პროექტს ვახორციელებთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს და […]
ნინო ლაცაბიძე- პრემიერის დახმარებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით, რუსთავის გუნდი, ქალაქისთვის საჭირო საერთაშორისო კონტაქტებს ვამყარებთ ისეთ ევროპულ ქვეყანასთან, როგორიც უნგრეთია რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტს. ვიზიტის მიზანი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა, ორ ქალაქს შორის ეკონომიკური, კულტურულ- საგანმანათლებლო კონტაქტების […]
ნინო ლაცაბიძე: ,,მართე შენი ქალაქი” ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ახალგაზრდებისთვის, არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ მათი დასაქმების მიმართულებითაც რუსთავის მერიამ პროექტის ,,მართე შენი ქალაქი“ მე-9 ეტაპი დაიწყო. პროექტი რუსთაველი ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის მუშაობაში ჩართვის და დასაქმების მიზნით ხორციელდება. პროექტის მე-9 ეტაპის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ,,ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის’’ ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა. ,,მართე […]
რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. რუსთავის ერთ-ერთ ძველ ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს რესტავრაცია ჩაუტარდება და ავთენტური იერსახე შეუნარჩუნდება. მათივე განცხადებით, დღეისათვის სამუშაოები რუსთაველის N32-ში აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენობას გამაგრების სამუშაოები უტარდება. გათვალისწინებულია ფასადის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია, განახლდება აივნები, მოეწყობა დეკორატიული განათება, ახალი წყალსაწრეტი მილები და ე.წ საცრემლეები, შეიცვლება მოაჯირები და […]
რუსთავში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფორუმი-2025 გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, 1000-მდე კორპუსში განხორციელებული პროექტები და ამხანაგობების გაძლიერების მიზნით გატარებული რეფორმები, სპორტის სასახლეში შეკრებილ 700-მდე ამხანაგობის წარმომადგენლებს გააცნო. ფორუმს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, ქალაქის საკრებულოს […]
რუსთავში, ხანძთელის სახელობის ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე, გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა. ეკო აქციის ფარგლებში, სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავები, 4 000 ვადრატულ მეტრ ფართობზე დაირგო. ხანძთელის ქუჩის გამწვანებაში, ახალგაზრდებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა და ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებმა მიიღეს […]
რუსთავის მერია, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან’’ ერთად, ახალ პროექტს იწყებს. პროექტი, რუსთავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”, რუსთავის ბაგა-ბაღებისა და სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის თანამშრომლებს, აკრედიტირებული სასწავლო პროგრამების ფარგლებში ჩაუტარებს ტრენინგების ციკლს, პირველადი გადაუდებელი დახმარების, შესაძლო […]
რუსთავში, ცენტრალური გზებისა და ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა. მაჩაბლის N6 საცხოვრებელ კორპუსთან, შიდა საუბნო სივრცის პროექტი მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა. ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი, დასასვენებელი და მწვანე სივრცეების მოწყობა დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთავის მერია ტერიტორიაზე გამწვანების აქციის მოწყობასაც გეგმავს. ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მშენებლობა მიმდინარეობს მე-19-ე მიკრო რაიონშიც, […]
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რუსთავში თავისუფლების მოედანზე მასშტაბურად აღინიშნება. რუსთავში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ტარდება. სადღესასწაულო ღონისძიებებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, […]
რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, რუსთავის გუნდი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესებას. 32 ათას […]