რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” 12 წლამდელთა გუნდს ელიტ ლიგის მოგება მიულოცა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილეებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” 12 წლამდელთა გუნდს შეხვდა და ელიტ ლიგის ჩემპიონობა მიულოცა. ქალაქის მერმა პატარა ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს, სპეციალურ სიგელებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და აღნიშნა, რომ რუსთავის მერია მომავალ წელსაც დააფინანსებს გუნდის ევროპულ ტურნეს. მოგვიანებით, რუსთავის მერი სპორტსმენებს საშობაო ქალაქში გაუმასპინძლდა […]

ნინო ლაცაბიძე – ,,ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო ბიუჯეტის დამტკიცება და სწორედ ამიტომ მოვითმინეთ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა ოპოზიციური საკრებულოს წევრებისგან”

რუსთავის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი, ხმაურიანი განხილვის შემდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, სხდომაზე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. ქალაქის მერმა პარტია ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,საქართველოსთვის“ წევრების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა. სხდომა 5 საათს გაგრძელდა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიუროს სხდომაზე […]

რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის, შევჩენკოს ქუჩებისა და მათი დამაკავშირებელი მოედნის რეაბილიტაციის პროექტი სრულდება

რუსთავში, კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება. 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების, ასევე მათი დამაკავშირებელი მოედნის სრული განახლების ფარგლებში, დღეისთვის ასფალტის ბოლო ფენის დაგება დასრულდა და საავტომობილო გზის დახაზვა მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავში დასრულდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი […]

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცეს

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა  საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა მერის მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში დასაქმებულ თანამშრომლებს საჯარო მოხელის პროფესიული დღე მიულოცეს. ,,საჯარო მოხელის პროფესიული დღე მივულოცეთ რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებს. ეს ცენტრი რეფორმის საფუძველზე შევქმენით. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ რუსთავს ერთ-ერთი გამორჩეული სერვისები ჰქონდეს და ეს […]

რუსთავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აანთეს. საახალწლო ილუმინაციებით განათდა საშობაო ქალაქი, საზოგადოებრივი სივრცეები, ცენტრალური და შიდა საუბნო ქუჩები. საახალწლო ილუმინაციების გარკვეული რაოდენობა რუსთავს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გადაეცა საჩუქრად. საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო. რუსთავის უძველესი ისტორიის გაცოცხლების ფონზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, წელსაც უფლისწულმა აანთო. სადღესასწაულო კონცერტში ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“, რუსთავის კამერულმა […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი რუსთავში, რეგიონებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებისთვის ახალი ავტობუსები იქნა შეძენილი. დღეიდან კი ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას ახალი 51 ერთეული „ისუზუს“ ფირმის ავტობუსი მოემსახურება. 51 ერთეული ავტობუსი სამივე რეგიონში რუსთავიდან გადანაწილდა. ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, […]

რუსთავში 17 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი, აქტიურად მიმდინარეობს. დღეისათვის სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ხორციელდება და ჯამში გამაგრება-რეაბილიტაცია 17 საცხოვრებელ კორპუსს უტარდება. საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან და მერის მოდგილე ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, დონეცკელ მეტალურგთა გასასვლელის N18 ა, ქაშაკაშვილის ქუჩის N8 და N10-ში სამუშაო ფორმატში გაეცნო. რუსთავის მერი ადგილობრივ […]

რუსთავის თეატრის წარმატება კლასიკური დრამატურგიის ფესტივალზე

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურმა დრამატულმა თეატრმა რეჟისორ სოსო ნემსაძის სპექტაკლით ,, შექსპირ-ბადე“, კლასიკური დრამატურგიის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე, ქალის სახასიათო როლის საუკეთესო შესრულებისთვის, რუსთავის თეატრის მსახიობი ნათია მელაძე,  ეპიზოდური როლისთვის, კი ანდრია ვაჭრიძე დაჯილდოვდნენ. სპექტაკლი უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დადგა. მასში შექსპირის რამდენიმე პიესის – ,,მეფე ლირის“ , ,,ვენეციელი ვაჭრის“, ,,ოტელოს“, ,,ჰამლეტის“ […]

ნინო ლაცაბიძე – ,,პროექტი ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ შეიქმნა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქზე ზრუნვის, დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა მივცეთ”

რუსთავის მერიის ეკოლოგიური და ახალგაზრდული პროექტის – ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ პირველი ეტაპი, კლდიაშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გამწვანების აქციით დაიხურა. აქციას, პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები შეუერთდნენ. ,,რუსთავში ახალგაზრდებისთვის შექმნილი პროგრამის – ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ პირველი ეტაპი დასრულდა. ეს […]

ნინო ლაცაბიძე- ,,პროგრამამ ,,მართე შენი ქალაქი“ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტი, ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, რაც შეიძლება მეტი შეიტყონ, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“

რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროგრამის – „მართე შენი ქალაქი“ მეხუთე ეტაპი დასრულდა. ნინო ლაცაბიძე პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე, ახალგაზრდებმა ერთთვიანი სტაჟირების შედეგები შეაჯამეს და რუსთავის მერს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს. შეხვედრას, მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი ჩხარტიშვილიც ესწრებოდა. ,,პროგრამამ ,,მართე შენი ქალაქი“ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ძალიან მახარებს. პროგრამა […]