რუსთავის მედიათეკაში ავსტრიული კუთხე გაიხსნა

რუსთავის მერიისა და საქართველოში ავსტრიის საელჩოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავის ახალ მედიათეკაში, ავსტრიული კუთხე გაიხსნა. ავსტრიული კუთხე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა,  საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს. ,,სასიხარულოა, რომ ავსტრიის საელჩოს თანადგომით რუსთავის მედიათეკაში, ჩვენს ახალგაზრდებს ისეთ ლიტერატურასთან […]

პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, რუსთავში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კიდევ ერთი ავტომატური სადგური განთავსდა

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, რუსთავში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კიდევ ერთი ავტომატური სადგური განთავსდა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ,,საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის […]

რუსთავის მერიაში პროექტის – „მართე შენი ქალაქი“ მეხუთე ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროგრამა – ,,მართე შენი ქალაქი“ გრძელდება. პროექტი, ქალაქის მართვაში სტუდენტების ჩართვას და მათთვის თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას ითვალისწინებს. პროგრამის მეხუთე ეტაპის მონაწილეებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. ქალაქის მერი სტუდენტებს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრას, ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი […]

რუსთავში, ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცის-მიხეილ ნარინდოშვილის მემორიალი გაიხსნა

რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული მიხეილ ნარინდოშვილის მემორიალი გაიხსნა. საზოგადოებრივ სივრცეს, სადაც მემორიალი განთავსდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მიხეილ ნარინდოშვილის სახელი მიენიჭა. ,,რუსთავში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი თანამოქალაქის, გმირი ადამიანის – მიხეილ ნარინდოშვილის მემორიალი და მისი სახელობის სკვერი გავხსენით. ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს ჩვენი გმირის შესახებ, რომელიც […]

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა, კიდევ ერთ ლოკაციაზე- აფხაზეთის ქუჩაზე დაიწყო

რუსთავის მერიამ, ქალაქში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურისა და შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის მიზნით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაიწყო. პროექტი აფხაზეთის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის, ველობილიკების, სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, გარე განათების, სარწყავი სისტემისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაეცნო. ,,რუსთავში კიდევ  […]

რუსთავში ,,რუსთავქალაქობისადმი“ მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა

,,რუსთავქალაქობა 2023“ რუსთავში, თავისუფლების მოედანზე ქართული მუსიკის საღამოთი აღინიშნა. ქალაქის დღესასწაულის მთავარი თემა, წელს უძველესი და მე-20 საუკუნის განახლებული რუსთავის ისტორია იყო. საზეიმო საღამოს ყველა თაობის, მათ შორის სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომელთაც განახლებული ქალაქის მშენებლობასა და განვითარებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვით. ,,ჩვენს ქალაქს და თითოეულ რუსთაველს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქალაქის […]

რუსთავში ,,რუსთავქალაქობისთვის“ მზადება მიმდინარეობს

რუსთავში, დღეს ,,რუსთავქალაქობას“ აღნიშნავენ. ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაიწყება, სადაც მზადება დილიდან მიმდინარეობს. ,,რუსთავქალაქობა 2023“-ის მთავარი თემა, უძველესი და მე-20 საუკუნის რუსთავის ისტორიაა. ,,დღეს რუსთავში აღვნიშნავთ ჩვენი ქალაქის დღეს. საღამოს 19:00 საათზე, ქალაქის მთავარ მოედანზე ძალიან სასიამოვნო კონცერტი დაიწყება. ველოდებით ყველას, მთელ რუსთავს, ღონისძიებაზე არ გვაქვს არცერთი პერსონალური მოსაწვევი. მე დარწმუნებული […]

ნინო ლაცაბიძე – დღეს, ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ აზოტის საწარმოში, რუსთაველებისთვის სამუშაო პირობები უნდა გაუმჯობესდეს და ეკოლოგიის მიმართულებით, მმართველმა კომპანიამ უფრო ძლიერი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სს საზოგადოება ,,რუსთავის აზოტის“ მმართველი ,,ინდორამა კორპორაციის” ( Indorama Corporation)თავმჯდომარეს შრი პრაკაშ ლოჰიას, ვიცე-თავმჯდომარე ამიტ ლოჰიას და  ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას“ გენერალურ დირექტორს, ლევან ბურდილაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძემ, ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ და ,,ინდორამა კორპორაციის“ თავმჯდომარემ, საწარმოში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ ინვესტიციებზე, დასაქმებულთათვის შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონით […]

ნინო ლაცაბიძე ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიმდინარე რეგიონულ ურბანულ ფორუმს ესწრება

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე რეგიონულ ურბანულ ფორუმს ესწრება. ფორუმის მიზანია ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და კრიზისის მართვის გზების შემოთავაზება, ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს არსებული ურბანული სივრცეების უფრო მწვანე და მდგრად გარემოდ გარდაქმნას. ღონისძიებას, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები […]

რუსთავის მედიათეკაში, ახალი პროექტი ,,შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან” დაიწყო

რუსთავის მედიათეკამ, ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის – ,,შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან“ ფარგლებში, მედიათეკის სივრცემ ფსიქოლოგსა და მკვლევარს ზურა მხეიძეს უმასპინძლა. ზურა მხეიძესთან შეხვედრას, ახალგაზრდებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო. ,,პირველ რიგში მისასალმებელია ის, რომ რუსთავში შეიქმნა სივრცე, სადაც აუდიტორიას თავისუფლად შეეძლება მოსვლა და მისთვის საინტერესო თემების მოსმენა. ბოლო წლების განმავლობაში, ასეთი სივრცეები, სადაც […]