ნინო ლაცაბიძე – დღეს რუსთავის ოპოზიციური საკრებულო გაიქცა, გაექცა პასუხისმგებლობას რუსთაველების წინაშე

რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცა. სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდა, რომელმაც ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს თავად წარუდგინა. რუსთავის მერი თითქმის სამსაათიანი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის კითხვებს პასუხობდა და დეპუტატებს მთავარი ფინანსური დოკუმენტის საგნობრივი განხილვისკენ მოუწოდებდა, თუმცა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხდომა ორჯერ დატოვეს და დარბაზში აღარ დაბრუნდნენ, […]

ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმების მასშტაბური ფორუმი დაიწყო

ფორუმი დღეს რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატულ თეატრში მოეწყო და რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტები მოიცვა.   დასაქმების ფორუმს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი ესწრებოდნენ.   35-მა კერძო კომპანიამ დასაქმების მსურველებს 500-მდე ვაკანსია შესთავაზა.   სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა […]

რუსთავის მერიის ასამდე თანამშრომელმა პროფესიული ტრენინგ-კურსები გაიარა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გელა წიკლაურთან ერთად, მერიის თანამშრომლებს სერთიფიკატები გადასცა. 2022 წელს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 98 საჯარო მოხელემ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტში“ პროფესიული გადამზადების ტრენინგ-კურსები გაიარა. ,,მუნიციპალიტეტის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია რეფორმები და ამ რეფორმების მთავარი მიზანია ძლიერი საჯარო მოხელის შექმნა, ხელშეწყობა თითოეული იმ ადამიანის, ვინც ჩვენს გუნდში მუშაობს. წლის განმავლობაში მერიის […]

ნინო ლაცაბიძე – დღეს ვნახეთ კარგი მაგალითი, თუ როგორ არიან ერთხმად მოწოდებულნი ,,ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“, რომ მხარი არ დაუჭირონ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პროგრამებს

რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია, სადაც 2023 წელს განსახორციელებელი პროგრამები უნდა განხილულიყო, ხმაურის ფონზე ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომას რუსთავის მერი და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ. ნინო ლაცაბიძემ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური პროგრამები პირადად წარადგინა და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, კომისიის წევრებმა, რომლის უმრავლესობასაც პარტია […]

რუსთავში ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

რუსთავში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავში ვიწყებთ კიდევ სამი ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს. 1 805 […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ გვერდზე უნდა გადადოს პოლიტიკური ამბიციები, შეწყვიტოს თანამშრომლების დისკრიმინაცია და 2023 წლის ბიუჯეტი, ხელოვნური ბარიერების გარეშე დაამტკიცოს

რუსთავის მერიამ, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოს განსახილველად წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, რთული და დატვირთული სამუშაო პროცესის შემდეგ, როგორც მერიის გუნდში, ისე მოსახლეობასთან კონსულტაციებზე დაყრდნობით, კანონის მოთხოვნის შესაბამისად და ვადების სრული დაცვით, 2023 წლის ბიუჯეტი, მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა. ,,ბიუჯეტს პოზიტიურად ვიწყებთ და 87 367 700 […]

რუსთავის მერმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში რუსთაველ ახალგაზრდებს წარუდგინა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში რუსთაველ ახალგაზრდებსაც წარუდგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პრიორიტეტებიც გააცნო. 2022 წლის ბიუჯეტის ანგარიში რუსთავის მერმა, გასულ კვირაში, არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსაც ჩააბარა.

კამპანიის ,,მწვანე ინიციატივა“ ფარგლებში რუსთავის #44-ე ბაგა-ბაღში გამწვანების აქცია გაიმართა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიზემ, მერის პირველმა მოადგილე კახა გურულმა, ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის #44 ბაგა-ბაღის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფარმაცევტულ კომპანია ასტრაზენეკას, რომელმაც ასეთი ლამაზი დღე აჩუქა რუსთავის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს. კომპანიამ ძალიან ლამაზი ხის ნერგები გადმოგვცა ქალაქს საჩუქრად და დღეს #44 ბაგა-ბაღში გვქონდა გამწვანების აქცია. ნერგების დარგვის პროცესში ჩვენი […]

ნინო ლაცაბიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვედეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვედეთის თვითმმართველობათა ასოციაციის წევრებს ერიკ ფაქსგარდსს, ელენა ადლექრაუტსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ დავით მელუას შეხვდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შვედეთის თვითმმართველობათა ასოციაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან, 7-11 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის თვითმმართველობის ასოციაციის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, რუსთავს, როგორც […]

რუსთავის მერია აუთვისებელი ტერიტორიების ურბანული განვითარების პროექტზე და ქალაქის გენერალური გეგმის განახლებაზე იწყებს მუშაობას

რუსთავის მერია ქალაქის შემოგარენში არსებული აუთვისებელი ტერიტორიების ურბანული განვითარების პროექტზე და განვითარების გენერალური გეგმის განახლებაზე იწყებს მუშაობას. 800 ჰექტარი მიწის განაშენიანების პროექტზე, რუსთავის მერიის არქიტექტორები, ურბანისტების საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად იმუშავებენ. აღნიშნულ თემაზე, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ შეხვედრა გამართა, სადაც აუთვისებელი ვრცელი ტერიტორიების ურბანული განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაცია, რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა კობა ძლიერიშვილმა წარადგინა. […]