ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ რუსთავის მერიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სახელმწიფო რწმუნებულს, რუსთავში განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და პროგრამები. შეხვედრაზე ლევან ხარაბაძემ ხაზი გაუსვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის […]
რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების – სტუდენტური პროგრამის ,,მართე შენი ქალაქი“ მე-8 ეტაპი დასრულდა. რუსთავის მერიაში, აღნიშნული პროგრამა უკვე 3 წელია რაც ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი, ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვა, მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობაა. რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურში კი დღეისათვის პროექტ ,,მართე შენი ქალაქის“ მონაწილე 30 ახალგაზრდაა დასაქმებული. პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს, რუსთავის […]
რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული“ დაჯილდოების ცერემონიალით, ზვიად ბოლქვაძის და ,,რანინელების” კონცერტით საზეიმოდ დაიხურა. პროფესიონალებისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ, 10 ნომინაციაში გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი ქორეოგრაფიული ანსამბლები გამოავლინა. წელს ფესტივალის მთავარი ჯილდოს – გრანპრის მფლობელი, რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჯავარი” გახდა. გამარჯვებულები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა დააჯილდოვეს. ,,რუსთავის ფესტივალი ,,ქართული’ უკვე ტრადიციად იქცა და ქართულ დღეებს ჩვენ […]
რუსთავში ახალგაზრდობის ახალი სასახლე გაიხსნა. გასული საუკუნის 60-იან წლებში დაარსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველის ავთენტური არქიტექტურის, 1800 კვადრატული მეტრი ფართობის, სამსართულიანი ახალი შენობა ახალგაზრდებს უკვე დღეიდან მიიღებს. ახალგაზრდობის სასახლის ახალი შენობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ […]
რუსთავის მერიამ, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ გიორგი სარდალაშვილს ფულადი ჯილდო გადასცა. რუსთაველ ძიუდოისტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილთან ერთად, მონტენეგროში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტ გიორგი სარდალაშვილს, სპორტის მუზეუმში შეხვდნენ. ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედლის მფლობელ ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენს, […]
რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” ანსამბლ ,,სალხინოსა” და ,,კახაბერის და ხანუმების” ორსაათიანი კონცერტით გაიხსნა. რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილმა საფესტივალო სივრცემ და გრანდიოზულმა საკონცერტო შოუმ, გუშინ 15 000 ადამიანს უმასპინძლა. რუსთავის მერიის ინიციატივით, ფესტივალის ფარგლებში, კონცერტის დასასრულს, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში ანსამბლ ,,სალხინოს” ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, […]
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული” დაიწყო. საფესტივალო სივრცე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან და საქართველოს პარლამენტში, რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად გახსნა. „რუსთავის ცენტრალურ პარკში, სულ რამდენიმე საათში დაიწყება კონცერტი, რომელიც ფესტივალ „ქართულის”გახსნას ეძღვნება. საფესტივალო სივრცე უკვე გახსნილია და 10 დღის განმავლობაში, ყველას შეუძლია გვესტუმროს, დაისვენოს, გაერთოს და მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. ფესტივალი […]
რუსთავში 26 აპრილს, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გაიხსნება. ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება და წელს, მასში, მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით მოქმედი 26 ქორეოგრაფიული ანსამბლის 3 000-ზე მეტი მოცეკვავე მიიღებს. ფესტივალის საზეიმო გახსნა, ხვალ გაიმართება, საკონკურსო ნაწილი კი 27 აპრილიდან დაიწყება. კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, 2024 წელს დაარსდა. ფესტივალისათვის ექსკლუზიურად დამზადდა ლოგო და მუსიკა. ,,რუსთავის ფესტივალი […]
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერიის და კოლეჯ ,,მოდუსის“ ერთობლივ პროგრამაში ჩართულ რუსთაველებს, რომლებმაც ,,სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის“ საგანმანათლებლო კურსი გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა. რუსთავის მერთან ერთად, საგანმანათლებლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილმა, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ბუსხრიკიძემ და კოლეჯ ,,მოდუსის”დირექტორმა ნინო ქავთარაძემ გადასცეს. ,,რუსთავის მერიის გუნდი […]
რუსთავში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) სამართლებრივ საქმეთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში, სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი ჩამოყალიბდა. კომიტეტის მიზანი, საკანონმდებლო პროცესებში, ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურად ჩართვა და მუნიციპალიტეტების ინტერესების დაცვაა. ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში, სამართლებრივ საქმეთა კომიტეტი დაფუძნდა, რომლის მიზანიცაა, ათეა-ს წევრი მუნიციპალიტეტების ჩართულობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღების […]