საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა, რითაც რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა. 70-ვე ავტობუსი რუსთავშია და დღეიდან, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთაველებს კიდევ ერთ ახალ მარშრუტზე მოემსახურება. რუსთავი-თბილისის ახალი მარშრუტის პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის და გარდაბნის […]
რუსთავის მერიის ორგანიზებით, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების ახალ გალერეაში, მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით – „ოქროს ხელები”, 30 -მდე ნამუშევარს აერთიანებს. გამოფენის გახსნას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო. „ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების გალერეაში, დღეს უაღრესად ნიჭიერი ხელოვანის – ჯემალ კუხალაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. მიხარია, რომ ხელოვნების ახალ გალერეაში, რომელიც […]
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 65.5 %-ით გაზრდილმა ბიუჯეტმა, რუსთავს კიდევ უფრო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობა გაუჩინა. რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაციაა. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის უბანში, შიდა ეზოების ინფრასტრუქტურის სრული განახლება მოხდება. ჯავახიშვილის, გიორგაძის და გრანელის ქუჩებზე შიდა ეზოებში, ახალი სანიაღვრე ქსელი, ასფალტ-ბეტონის […]
რუსთავის საბავშვო ბაღებში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის აღდგენას, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში დანერგილი სიახლეებით შეხვდნენ. სასწავლო- სააღმზრდელო პროცესის დაწყებას 44 -ე საბავშვო ბაღში, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო. ,,2025 წლის სააღმზრდელო პროცესს, რუსთავის საბავშვო ბაღები კიდევ უფრო განახლებული და თანამედროვე სერვისებით ხვდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ და დღეს რუსთავში, 2 ახალი საბავშვო […]
რუსთავში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ორგანიზებული ღონისძიება – ,,ახალი წლის დღეები“, ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში გაიმართა. ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო წარმოდგენები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა. პატარების სადღესასწაულო განწყობაზე თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. მოეწყო ილუზიონისტის შოუ. გაიმართა ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. ბავშვები თოვლის ბაბუას შეხვდნენ და ზღაპრის […]
რუსთავის მერიის საახალწლო საჩუქარი, წელს რუსთავის ბაგა-ბაღების 6 ათასამდე აღსაზრდელმა მიიღო. ქალაქის ოცდასამივე საბავშვო ბაღში, ახალი წლის დადგომამდე, საზეიმოდ აანთეს ნაძვის ხე და სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა. საახალწლო ღონისძიებას, რუსთავის რამდენიმე ბაგა-ბაღში, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად დაესწრო. ,,რუსთავში უკვე მესამე წელია, რაც ჩვენს პატარებს საახალწლოდ საჩუქრებს გადავცემთ, ნაძვის ხის […]
რუსთავის მერია 2025 წლიდან, პროფესიული სწავლების და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, კიდევ ერთ ახალ პაკეტს სთავაზობს რუსთაველებს. პროგრამა განათლების და დასაქმების ხელშეწყობის გარდა, ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს, როგორიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სერვისების შექმნაა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, აღნიშნულ სიახლეზე კოლეჯ ,,მოდუსში” გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, პროფესიული განათლების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა […]
რუსთავის მერიის ორგანიზებით, თავისუფლებს მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილ საახალწლო სოფელში, საშობაო მეჯლისი და ჯგუფ ,,ურსას“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად დაესწრო. „რუსთავში განსაკუთრებული საახალწლო განწყობაა, დღეს მთავარ მოედანზე, ჩვენს ნაძვის ხესთან ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა. ჩატარდა ჯგუფ ,,ურსას“ კონცერტი, ასევე ახალგაზრდებს ჰქონდათ საჩუქარი ჩვენი ქალაქისთვის […]
რუსთავის ურბანული განვითარების და მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, რუსთავის მერია, 2025 წელს, კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს და თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია-რესტავრაციას იწყებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 65,5 პროცენტით გაზრდილი რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტი, რუსთავის ურბანული განვითარების კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა. საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობას, საქართველოს პარლამენტის დელეგატთან […]
რუსთავში კულტურის სახლის ისტორიულ შენობას რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო და გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ კულტურის სახლს, სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის მიმდინარეობას, სამუშაო ფორმატში გაეცნენ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და პარლამენტარი ირაკლი შატაკიშვილი. ,,რუსთავის კულტურის სახლის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც ჩვენი გუნდი ვახორციელებთ, თავისი მასშტაბით რუსთავისთვის უპრეცედენტოა. სრულად რესტავრირებული და რეაბილიტირებული კულტურის […]