გიორგი ამილახვარი პროექტის „თაობა რუსთაველის‘‘ ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, რუსთავის მერიის პროექტის – „თაობა რუსთაველი‘‘ ფარგლებში, რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე, გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდებს საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილი რეფორმების და განათლების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განათლების მინისტრმა ახალგაზრდების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას უპასუხა.

,,თაობა რუსთაველი“, რუსთავის მერიის კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტია, რომლის ფარგლებშიც, რუსთაველ ახალგაზრდებს, თვეში ერთხელ, მათთვის საინტერესო პოლიტიკოსთან შეხვედრის და გასაუბრების შესაძლებლობა ეძლევათ.

პროექტში მონაწილე ახალგაზრდების მოწვევა, ონლაინრეგისტრაციით ხდება. სარეგისტრაციო აპლიკაცია ახალი შეხვედრის დასაგეგმად, ყოველი თვის დასაწყისში ქვეყნდება რუსთავის მერიის და მედიათეკის ფეისბუქის გვერდებზე.

 

წინა რუსთავის მერია პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და ახალგაზრდების დასაქმების პროექტს – ,,ახალი სიმწვანე“ ახორციელებს