გიორგი ამილახვარი რუსთავის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი რუსთავის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის ახლადრეაბილიტირებულ მე-18 საჯარო სკოლაში შეკრებილ 150 პედაგოგს, გიორგი ამილახვარი მასწავლებელთა მხარდაჭერის, მათი პროფესიული განვითარების გეგმებზე და ახალ სახელფასო პოლიტიკაზე ესაუბრა.

საუბარი შეეხო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავებას და ეროვნულ სასწავლო გეგმასაც.

შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე, უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია.

გიორგი ამილახვარის ინიციატივით, მასწავლებლების წინაშე არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირების მიზნით, პედაგოგებთან შეხვედრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად იმართება.

 

 

წინა გიორგი ამილახვარი პროექტის „თაობა რუსთაველის‘‘ ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა