მერი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი
ნინო ლაცაბიძე
დაიბადა 1985 წლის 14 ივნისს ქ. რუსთავში
სამუშაო გამოცდილება
2021 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი
2020-2021 წწ – საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსთავისა და გარდაბნის ათი ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი. პარლამენტში ეკავა შემდეგი პოზიციები:
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი;
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი;
- ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი;
- ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.
- ამჟამად არის საჯარო მმართველობა და ბიზნეს ინჟინერინგის დოქტორანტი.
2017-2020 წლის თბილისის საკრებულოს წევრი, ისანი-სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი
- ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე
2020 წლიდან მიწვეული ლექტორი შავი ზღვის უნივერსიტეტში
2016-2017 წწ – თბილისის მერია, ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი
2015 წ. – თბილისის მერია, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, უფროსი
2008-2009 წწ – თბილისის მერია, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი
განათლება
2002-2006 წწ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხი
2012-2014 წწ – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმეში
არის საჯარო მმართველობის დოქტორანტი
უცხო ენები: ინგლისური, რუსული
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი