ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა, მოსახლეობას ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს

რუსთავის მერია, მეგობრობის გამზირზე არსებული ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას იწყებს, რითაც მოსახლეობისთვის მიცემულ კიდევ ერთ დაპირებას ასრულებს.

მწვანე სივრცის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები, რუსთაველებს ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა გააცნეს.

პროექტის თანახმად, 4300 კვ/მ ტერიტორიაზე, ახალი საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცე, დასასვენებელი ზონები და შადრევანი მოეწყობა.

,,ჩვენი გუნდი ვასრულებთ მოსახლეობისთვის მიცემულ პირობას და რუსთავში ერთ-ერთი ცენტრალური მწვანე სივრცის რეაბილიტაციას ვიწყებთ. ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში თავდაპირველად კომპანია „ჯი-ვი-პი“ ჩაატარებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რადგან წყალსადენის სისტემაზე არსებულმა ხშირმა ავარიებმა, საგრძნობლად დააზიანა სკვერის ინფრასტრუქტურა. დღეს მოსახლეობასთან ერთად შევთანხმდით რეაბილიტაციის პროექტის დეტალებზე, რასაც განახლების პროცესში აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

განახლებულ რეკრეაციულ სივრცეში, რუსთავის ქორეოგრაფიულ კონკურს-ფესტივალ ,,ქართულის” ლოგოს იდენტური – მოცეკვავე წყვილის სკულპტურა და ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტი განთავსდება.

,,რუსთაველებისთვის ეს სკვერი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, რადგან ჩვენი კულტურის კორიფეს ჰამლეტ გონაშვილის სახელს ატარებს. სამწუხაროდ ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტი, რომელიც აქ იყო განთავსებული, გარკვეული მიზეზების გამო დაზიანდა. დაიგეგმა ამ ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია, პროცესის დასრულების შემდეგ კი სკვერში აუცილებლად განთავსდება ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტი, ასევე დაიდგმება ფესტივალ ,,ქართულის“ სიმბოლო – მოცეკვავე წყვილის სკულპტურა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში რამდენიმე დღეში დაიწყება.

 

 

წინა ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის მონაკვეთის ლოჭინის კვანძიდან რუსთავამდე უბნის (ლოტი 5) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ