ა(ა)იპ "რუსთავის ისტორიული მუზეუმი"

ააიპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმი“ დაფუძნდა რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეორგანიზაციის შედეგად თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს #93(2007 წლის 26 ივლისის) განკარგულებით და არის რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის უფლებამონაცვლე. მუზეუმი არის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის, მუდმივმოქმედი, არაკომერციული დაწესებულება.

რუსთავის მუზეუმის ფონდი - 23 623 ექსპონატი, ფართობი - 2072, 29 კვ.მ. ძირითადად დაცულია ქ. რუსთავისა და ისტორიული კუხეთის (გარდაბნის რ-ნი) ტერიტორიაზე მოპოვებული მდიდარი არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალები. აღსანიშნავია შუასაუკუნეების თიხის, ფაიანსის, მინის ჭურჭელი, სამკაული, იარაღი და სხვა. მუზეუმში ასევე თავმოყრილია თანამედროვე ქალაქ რუსთავის მშენებლობისა და კულტურის ამსახველი მასალები, ფოტო-დოკუმენტაცია. 

მუზეუმი ემსახურება საზოგადოების ფართო წარმომადგენლებს: სამთავრობო დელეგაციებს, მაღალი რანგის პირებს, ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს (უფასოდ), ტურისტებს, უმაღლესი და საშუალო-პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობას,  ინდივიდუალურ დამთვალიერებლებს, ჯარისკაცებს და სხვა. მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო კონკურსები, გამოფენები.

ააიპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმი“ საქმიანობას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიისა და საკუთარი შემოსავლების ფარგლებში.

მუზეუმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობა
  • ექსპონატების სისტემური აღრიცხვა, რესტავრაცია, კატალოგიზაცია.
  • საექსპოზიციო საქმიანობა და მუდმივი ექსპოზიციების გამართული მუშაობა
  • საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება
  • სამეცნიერო პოპულარული პუბლიკაციებისათვის მასალების მომზადება. მეთვალყურეობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და მათი კვლევა
  • ურთიერთობა სხვადასხვა მუზეუმებთან, ხელოვნების მოღვაწეებთან, ერთობლივი გამოფენების მოსაწყობად.
  • რუსთავის კულტურული მემკვიდრეობის მოვლა, შენახვა, კვლევა
  • ფონდების შევსება ახალი ექსპონატებით
  • დამთვალიერებელთა მომსახურება
  • დროებითი გამოფენების მოწყობა
  • საგანმანათლებლო საქმიანობა
  • პუბლიკაციების მომზადება

ააიპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმი“-ს 2020 წლის საშტატო ნუსხა გენდერულ ჭრილში 

იხილეთ

ააიპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმი“-ს მიერ 2020 წელს განხორციელებული შესყიდვები

იხილეთ

ააიპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმი“-ს 2020 წლის ფინანსური ანგარიში

იხილეთ

ააიპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმი“-ს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში

იხილეთ


 

ააიპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმი“-ს 2019 წლის საშტატო ნუსხა გენდერულ ჭრილში 

იხილეთ

ააიპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმი“-ს მიერ 2019 წელს განხორციელებული შესყიდვები

იხილეთ

ააიპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმი“-ს 2019 წლის ფინანსური ანგარიში

იხილეთ

ააიპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმი“-ს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში

იხილეთ


კონტაქტი:

დირექტორი: ნაზი პაჭიკაშვილი
მისამართი: მშენებელთა ქ. 17
ელ.ფოსტა: muzeumi50@yahoo.com