სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს 25 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადებს.

შიდა აუდიტის სამსახური – 3 ვაკანსია;

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – 3;

მუნიციპალური ინსპექცია – 3;

ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახური – 3;

არქიტექტურის სამსახური – 3;

ა(ა)ი.პ “ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრი” – 10;

ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირება 4 ვაკანსიაზე გამოცხადდება რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება – 1 ვაკანსია; საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება – 1; საკრებულოს აპარატის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება – 1;

საკრებულოს აპარატის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება – 1.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.vacancy.hr.gov.ge-ის საშუალებით შეუძლიათ.

https://vacancy.hr.gov.ge/

 

 

წინა რუსთავი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება