ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, გამაგრება-რესტავრაცია, 6 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს

რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ხორციელდება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით ახორციელებს.

ამ ეტაპზე, ასლანიკაშვილის N3, N5, N7, N11, ბათუმის N19 და N25 საცხოვრებელ კორპუსებში მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან  ერთად გაეცნენ.

,,ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს.

მათ შორისაა ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ძველ რუსთავში, 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას ითვალისწინებს.

ბათუმის და ასლანიკაშვილის ქუჩებზე, 6 საცხოვრებელ კორპუსში, სამუშაოები უკვე დავიწყეთ.

დაგეგმილია და მალე დაიწყება სამუშაო პროცესი მშენებელთა და ჭავჭავაძის სახელობის ქუჩებზეც.

ძველი რუსთავის ეს უბნები, თავისი არქიტექტურით, თითოეული რუსთაველისთვის განსაკუთრებით ძვირფასია და გამაგრება-რეაბილიტაციის შემდეგ, ისეთივე სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, როგორც კოსტავას გამზირი და რუსთაველის ქუჩაა”,- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტი, ძველი რუსთავის 12 სხვადასხვა ქუჩას მოიცავს და ბათუმის ქუჩაზე არსებული 8 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე რუსთავში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, გამაგრება-რეაბილიტაცია, 18 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს.

წინა რუსთავში, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ