ქ. რუსთავში შპს ,,რეკსოლის“, ნარჩენების აღდგენის (საბურავების გადამუშავება) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციაზე გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში ნარჩენების აღდგენის (საბურავების გადამუშავება) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნარჩენების აღდგენის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „რეკსოლ“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა №24
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
 2026 წლის 9 ოქტომბერი, 12:00 სთ, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: კოსტავას გამზირი №20)

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ გზშ-ის განცხადებასა და ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სააგენტოს (დავით აღმაშენებლის გამზ. №150, 0112, თბილისი; ელფოსტა: eia@mepa.gov.ge; ტელ.: +995 32 2 439 556).

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში საქმიანობის განმახორციელებლის მხრიდან განცხადება დარეგისტრირდა 2026 წლის 20 აგვისტოს. კოდექსის მე-12 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე და არაუგვიანეს 55-ე სამუშაო დღისა, ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას მიიღება გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/96002427-f65c-44fa-9655-51582a95fb95.

იხილეთ დანართი

წინა რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის მამის-გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა