ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთაველებისთვის 2022 წლის ანგარიშის წარდგენა დაიწყო

რუსთავის მერმა  ნინო ლაცაბიძემ,  2022 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში,  პირველად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წინაშე წარადგინა.

,,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარვუდგინე 2022 წლის ანგარიში. მოვისმინე მათი მოსაზრებები, იმაზე, თუ როგორ ესახებათ რუსთავის შემდგომი განვითარება, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქალაქში მიმდინარე რეფორმები და პროექტები რუსთაველებზე უფრო მეტად მორგებული და ეფექტიანი იყოს. ეს პროცესი გაგრძელდება,  უახლოეს პერიოდში შევხვდები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სამოქალაქო ჯგუფებს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ამ ეტაპზე 104 მილიონი ლარით განსაზღვრული ბიუჯეტი 50 -მდე ინფრასტრუქტურულ პროექტს, სოციალურ პროგრამებს, ახალ მუნიციპალურ სერვისებს, განათლების ხელშეწყობას, სტუდენტურ და ახალგაზრდულ პროექტებს მოხმარდა. ნინო ლაცაბიძემ განსაკუთრებული აქცენტი გამარტივებულ მუნიციპალურ სერვისებზე და რეფორმებზე გააკეთა.

შეხვედრაზე,  2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციაც მოეწყო.  რუსთავის მერმა 2023 წელს დაგეგმილ პროექტებზე და რეფორმებზეც  ისაუბრა.

საბჭოს წევრების განცხადებით, მიმდინარე წელს, რუსთავში ბევრი პროექტი განხორციელდა და მერის მიერ წარდგენილ ანგარიშში, ეს დეტალურად იყო ასახული.

“დიდი მადლობა ქალაქის მერს, იმისთვის, რომ  ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგინა თავისი გეგმები, ასევე, 2022 წლის ანგარიში, ისაუბრა იმაზე თუ რა გაკეთდა და რა არის კიდევ დაგეგმილი. რუსთავში,  მართლაც ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და მე ასე ვიტყოდი, რომ  ქალაქისთვის კიდევ მეტად შესაბამისი, ლამაზი და საჭირო გეგმებია შესასრულებელი. ბიუჯეტი, საამისოდ საკმაოდ იზრდება  და მერმა ამ ყველაფრის საქმის კურსში ჩაგვაყენა.საბჭოს წევრებთან მსგავსი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მივიღოთ ინფორმაცია და  ჩვენი შეხედულებები გავუზიაროთ მერს”, – განაცხადა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრმა ვასილ ძირკველიშვილმა.

რუსთავის მერი, 2022 წლის ანგარიშს, უახლოეს პერიოდში, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წინაშეც წარადგენს.

 

წინა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე USAID-ის ახალი პროგრამის გახსნას დაესწრო