შპს „სტანდარტის“ მიერ ნარჩენების აღდგენის (ნარჩენი ზეთების გადამუშავების) საწარმოო ობიექტისა და სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთების) დროებითი შესანახი ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის შესახებ

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს სტანდარტის მიერ ნარჩენების აღდგენის (ნარჩენი ზეთების გადამუშავება) საწარმოო ობიექტისა და სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთები) დროებითი შესანახი ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის ანგარიში

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნარჩენების აღდგენის (ნარჩენი ზეთების გადამუშავება) საწარმოო ობიექტისა და სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთები) დროებითი შესანახი ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს სტანდარტი
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2024 წლის 10 იანვარი, 12:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის: კოსტავას ქ. N20)
2024 წლის 10 იანვარი, 12:00 საათი, ონლაინ ფორმატში – https://us06web.zoom.us/j/87290160150 Meeting ID: 872 9016 0150

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 10 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2023 წლის 12 დეკემბერს, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან, არაუადრეს 26-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრება გზშ ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/64ac08f1-a194-457c-bc79-a7503a3370cb

 

წინა შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ მიერ რუსთავის გაერთიანებული ცემენტის ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიშის შესახებ