ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის მიმდინარეობას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან, ,,რუსთავის წყალის“, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, ,,სოკარის“ და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
,,ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას გულისხმობს. მოეწყობა გზის ახალი საფარი, მწვანე სივრცეები, გარე განათება და მთლიანად გამოიცვლება სანიაღვრე სისტემა. პროექტი 3 მილიონ 600 ათას ლარზე მეტს შეადგენს და ძალიან მალე ეს ტერიტორია იქნება კიდევ უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
გზის საფარის დაგებამდე, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. კომპანია ,,რუსთავის წყალმა“ უკვე დაასრულა სამუშაოები, შეიცვალა მილსადენი და დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების ჩამკეტები. ძირითადი სამუშაოები განახორციელა ,,ენერგო-პრო ჯორჯიამაც“. აღნიშნულ ქუჩებზე, კომპანია ,,სოკარი“ მთლიანად განაახლებს გაზსადენის ქსელს.
პროექტის ფარგლებში განახლდება 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი და სანიაღვრე სისტემა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 698 976 ლარს შეადგენს.
წინა საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის, „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, რუსთავში საახალწლო ღონისძიება გაიმართა